ქეთევან ჯაჭვაძევ! სირცხვილია ! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს!
ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და მთლიანად სასამართლო სისტემა აწარმოებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წინააღმდეგ. მონობა იცოდეთ ცუდად თავდება ! kafka როგორც სჩანს არ წაგიკითხავთ, მაგრამ ისტორიას მაინც გადახედეთ! _ წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 11-ვე ბრალდებული, რომელსაც პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ ამით პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.