“საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად დემონსტრანტების დაპატიმრება და წამება გრძელდება”,_ ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„45-ე დღე- დემონსტრაციები დიდ ქალაქებში და რეპრესიები: დაპატიმრებები და წამება, „ტიტუშკები“ და სამედიცინო დახმარების მიღების უფლების ჩამორთმევა.
აუცილებელია მეტი ზეწოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან ახალი არჩევნების მოთხოვნით“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
#GeorgiaProtests Day 45 demonstrations in major cities and back to repressions : arrests and torture, « tituchkebis » and deprival of medical assistance. More pressure from our European friends calling for new elections is a must @kajakallas @antoniolscosta
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 12, 2025