თბილისის 168-ე საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„თბილისის 168-ე საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს მე-5 კლასის მოსწავლის, ამანათაშვილი მიშიკოს ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. ანგელოზთა დასს შეუერთდა სიცოცხლით სავსე, ჩვენი უსაყვარლესი მიშიკო… ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. უფალთან იყოს შენი სავანე ონავარო ბიჭო“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
როგორც ” გურია ნიუსს” წყარომ განუცხადა, მოზარდი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
“საშინელი ტრაგედიაა. მიშიკო ავარიაში მამასთან ერთა მოხდა და დაიღუპა, მამა კი გადარჩა”, _ ამბობს წყარო.