დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი იყო.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი კორპუსის მეთერთმეტე სართულზე გაჩნდა. როგორც ირკვევა, ძლიერი დაკვამლიანების გამო, მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია. როგორც “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.