ხაშურში, 22 წლის ბიჭი მოძრავი ელმავლიდან ჩამოხტა. ჩამოხტომის შემდეგ კაცმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. დაზიანებების შედეგად კი ხელი და ფეხი დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
ის რკინიგზის თანამშრომელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.