რომის პაპის ავტობიოგრაფიამ დღის სინათლე იხილა.
ცნობილია, რომ გასულ წელს, რომის პაპმა ფრანცისკემ ავტობიოგრაფია დაასრულა.
ამ წიგნმა სახელწოდებით „იმედი“, დღის სინათლე მიმდინარე წლის იანვარში იხილა.
ფრანცისკეს თანაავტორი იტალიელი გამომცემელი კარლო მუსო გახდა. ისინი წიგნზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ.
წიგნი ფრანცისკეს სიცოცხლეზე მოგვითხრობს – დაბადებიდან ამ დრომდე.
ავტობიოგრაფიაში რომის პაპი მსჯელობს ეკლესიის მომავალზე, გლობალურ კონფლიქტებზე, ფეხბურთსა და ბევრ სხვა თემაზე.