ცნობილი გახდა, რომ კინოსტუდია „Warner Bros.“ „სამეფო კარის თამაშების“ მიხედვით ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობს.
პროექტი ჯერჯერობით ადრეულ ფაზაშია, სტუდიას არც სცენარისტი და არც რეჟისორი არ შეურჩევია.
„სამეფო კარის თამაშები“ ამერიკული ფენტეზი და დრამატული სატელევიზიო სერიალი, რომელიც HBO-სთვის დევიდ ბენიოფისა და დ.ბ. ვაისის მიერ მომზადდა.
სერიალი ჯორჯ მარტინის პოპულარულ ნაწარმოებს – „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ ეყრდნობა.