მთავრობის ადმინისტრაციასთან “ბათუმელების” ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ჟურნალისტები იკრიბებიან.
ადმინისტრაციის შენობაში “ოცნების” შეხვედრა მიმდინარეობს.
პროტესტის მონაწილეები უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
“ყოველთვის იყო მოუკერძოებელი, დამოუკიდებელი. მან დიდი წვლილი შეიტანა ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტის დამკვიდრებაში. მოგიწოდებთ, რომ ჩვენი უკანონოდ დაპატიმრებული კოლეგა, მზია ამაღლობელი დაუყონებლივ გაათავისუფლოთ ციხიდან. თავისუფლება მზიას!”_ განაცხადა აქციაზე ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა.