ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი საპროტესტო მანიფესტის გამოცხადებას აანონსებს.
“21 იანვარია და ჩვენი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა!
ჩვენ ვიწყებთ!
გელოდებით ყველას, ჩვენს ერთგულ მაყურებელს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მხარდამჭერებს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს 23 იანვარს, 18:00 საათზე თეატრის წინ!
სადაც წარმოგიდგენთ ,,ახალი თეატრის” საპროტესტო მანიფესტს!”_ ნათქვამია ახალი თეატრის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.