თურქეთში, სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა. ინფორმაციას თურქული მედია შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ხანძრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 51-ს აღწევს.
ხანძარი დილის სამ საათზე, 12-სართულიანი ხის სასტუმროს რესტორანში გაჩნდა, სადაც 237 ადამიანი იმყოფებოდა.
ბოლუს გუბერნატორის აბდულაზიზ აიდინის განცხადებით, შემთხვევის დროს სასტუმროში 234 ადამიანი იმყოფებოდა და წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ხანძარი სასტუმროს მეოთხე სართულზე მდებარე რესტორანში გაჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით ს დასადგენად გამოძიება დაიწყო.