ლანჩხუთის ქალთა გუნდმა საქართველოს ვიცე-ჩემპიონ „კვარტალის“ კიდევ ორი ფეხბურთელი დაიმატა. კლუბის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ახალი სეზონიდან „ლანჩხუთში“ ტატა მატვეევა და ანასტასია ბოლქვაძე ითამაშებენ, _ ამის შესახებ „გურია თუდეი“ წერს.
ორივე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და ქვეყნის გამორჩეული მობურთალია.
მატვეევა 34 წლის შემტევია და კარიერის დიდი ნაწილი თურქეთში გაატარა, სადაც რამდენიმე კლუბის ღირსებას იცავდა. საუცხოო შედეგიანობა გამოავლინა „ტრაბზონსპორში“ _ 56 შეხვედრაში 51 (!!!) გოლი გაიტანა. ეროვნულ ნაკრების წევრია 2006 წლიდან.
ბოლქვაძეც თავდამსხმელია, 22 წლისაა და მასაც აქვს თურქეთში ნათამაშები. იყო ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, ხოლო 2020 წლიდან ქვეყნის მთავარი გუნდის ღირებას იცავს.
ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა რამდენიმე დღის წინ „კვარტალის“ კიდევ ორი ფეხბურთელი დაიმატა _ ბელორუსი მცველი პალინა ჰირჩიცი და საქართველოს ნაკრების მთავარი მეკარე თათია გაბუნია, რომელიც ბოლქვაძესთან ერთად 2023 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა „ლანჩხუთის“ შემადგენლობაში, _ წერს „გურია თუდეი“.