“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე:
ბაჩო ქაჯაია-ს გადაწყვეტილების გამოცხადება იყო დღეს 17:00 საათზე.
დაგვიკავშირდნენ რომ გამოცხადება გადაიდო 18 თებერვლის 17:00 საათისთვის.
მოსამართლე – ნინო ენუქიძე
თბილისის საქალაქო სასამართლო”,_ აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბაჩო ქაჯაიას ადვოკატი, თორნიჯე მიგინეიშვილი ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, მსახიობ ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.
როგორც ადვოკატი “ინტერპრესნიუსთან” ამბობს, ბაჩო ქაჯაია 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და ედავებიან, რომ გზა იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.
მსახიობი ბაჩო ქაჯაია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის 5000 ლარით დააჯარიმეს.