ჩოხატაურში, ავარიის შედეგად გარდაცვლილ ექიმს დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ.
ნინო პაიჭაძეს ემოციურ პოსტებს უძღვნიან სოციალურ ქსელში.
“ნინო ექიმო, ვერ წარმომიდგენია თუ ვეღარ ჩაგეხუტები, მოგეფერები, ჩემო თბილო, კეთილო. თქვენ დატოვეთ სიყვარული, შეხვედრამდე”.
“შავი ფერი არ გიყვარდა, ყველაფერში და ყველასთან ნათელ ფერებს დაეძებდი და მისხალ მისხალ აგროვებდი, მერე ამ სინათლეს ყველას უშურველად გვინაწილებდი, განსხვავებული და გამორჩეული იყავი , ამიტომაც აგირჩია ალბათ უფალმა…. დავდივართ მდუმარედ, თითქოს ერთმანეთის თვალებში ჩახედვის გვერიდება, იმიტომ რომ იქ ახლა შავი უშენობა გვტკივა, შავი…..შენ რომ არ გიყვარდა. შეხვედრამდე, მეგობარო”.
როგორ მტკივა გული….რატომ იყავი ასეთი განსაკუთრებული, ყურადღებიანი და მგრძნობიარე…. ასეთი მემახსოვრები მუდამ..”
დღეს დაგემშვიდობებით, ჩვენო საუკეთესოვ, უკანასკნელ გზაზე გაგაცილებთ. უკან დაბრუნებულებმა, უშენობით დაცარიელებულ კედლებში რა გავაკეთოთ. მშიდობით, შეხვედრამდე, ჩვენო გამორჩეულო ნინო ექიმო”, _ წერენ გარდაცვლილი ექიმის ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში.
ნინო ექიმს დღეს ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძრიდან გააცილებენ უკანასკნელ გზაზე.
“გურია ნიუსი” მწუხარებით თანაუგრძნობს ოჯახს თავს დატეხილი ტრაგედიის გამო და გამძლებას უსურვებს ოჯახის წევრებს და ახლობლებს.