“ახალი თეატრის” წინ საპროტესტო მანიფესტი იმართება. მსახიობები გაფიცულები არიან, მათ დროებით დატოვეს სცენა და პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვიდნენ. ისინი რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ.
რეჟისორმა, დავით დოიაშვილმა განაცხადა, რომ “ახალი თეატრი” რეგიონებშიც გავა. ს
აპროტესტო მანიფესტი სპექტაკლზე “მე გადმოვცურავ ზღვას” არის დაფუძნებული.
რეჟიმის ტყვე, ანდრო ჭიჭინაძე სწორედ “ახალი თეატრის” მსახიობია.