24 იანვარს, ღამით, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონს შეუტიეს, _ იუწყება meduza.
რიაზანის ოლქში, დრონების შეტევის შედეგად, ხანძარი გაჩნდა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც რიაზანის თბოელექტრული სადგურის გვერდით მდებარეობს.
რიაზანის ოლქის გუბერნატორის პავლე მალკოვის თქმით, დრონები განადგურებულია.
მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ირწმუნება, რომ რუსეთის არმიამ ჩამოაგდო უკრაინული დრონები, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდნენ. მისი თქმით, დრონები ჩამოაგდეს კოლომნაში, რამენსკში, პოდოლსკში და შელკოვოში.
რუსული მედია იუწყება, აგრეთვე, რომ მოგერიებულია შეტევა ბრიანსკში, სარატოვში, როსტოვში, ტულაში.
24 იანვარს მოსკოვში მუშაობა შეაჩერეს ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებმა. აგრეთვე, ყაზანში, სამარაში, ნიჟნეკამსკში, პენზაში, სარატოვში და უფაში.