BBC– ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ აშშ მოიპოვებს კონტროლს გრენლანდიაზე.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბოლო კვირებში განახლდა ინტერესი დანიის ავტონომიური ტერიტორიის შესყიდვის მიმართ.
”ვფიქრობ, ეს გვექნება”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს Air Force One-ზე შაბათს და დასძინა, რომ კუნძულის 57,000 მაცხოვრებელს ”სურს ჩვენთან ყოფნა”.
მისი კომენტარები მას შემდეგ გავრცელდა, რაც გასულ კვირას პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას დანიის პრემიერ- მინისტრი მეტე ფრედერიკსენი ამტკიცებდა, რომ გრენლანდია არ იყიდება.