“ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის განცხადებას მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით უერთდება 300-ზე მეტი ქალი პოლიტიკური პარტიებიდან. ჩვენ პოლიტიკოსები, ქალები პოლიტიკური პარტიებიდან მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!” – წერს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბარბარა ჯიმელი სულაშვილი სოციალურ ქსელში.
ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის განცხადებით, “ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია და უკვე მეთვრამეტე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელი, პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში. ის ოლიგარქის ტყვეა და ციხეში მისი სიცოცხლე საფრთხეშია. ჩვენ პოლიტიკოსები, ქალები პოლიტიკური პარტიებიდან მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!


































































