გუშინ, 2 თებერვალს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან ფრანცისკოს მერიის წინ, საპროტესტო აქცია გაიმართა. იქ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა გააპროტესტეს საქართველოში სინდისის პატიმრების არსებობა, გამოხატვის თავისუფლების სისტემატური შეზღუდვა ჩვენს ქვეყანაში.
აქციაზე სპიკერებმა ისაუბრეს ჟურნალისტის მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის შესახებ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ მზია ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლებას, მისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევას, რადგან ჟურნალისტი შიმშილობს და მისი სიცოცხლე საფრთხეშია.
ნანა დიხამინჯია


































































