ასტროლოგები იმ პერიოდს, როდესაც ყველა პლანეტა პირდაპირი მიმართულებით მოძრაობს და არც ერთი მათგანია რეტროგრადულ მდგომარეობაში, ,,ოქროს წერტილებს“ უწოდებენ. ითვლება, რომ სწორედ ასეთი პერიოდი ყველაზე წარმატებულია და ადამიანებს შეუძლიათ, ის გეგმები და მიზნები განახორციელონ, რომლებზეც უკვე დიდი ხანია, ფიქრობენ.
ასტროლოგებმა 2025 წლის ორი მნიშვნელოვანი პერიოდი გამოყვეს, როდესაც თითოეულ ჩვენგანს წარმატების მიღწევისა და ბედნიერების ძალიან დიდი შანსი ექნება და ყველაფერი სწორი მიმართულებით წარიმართება. ასევე, გვექნება შესაძლებლობა, არსებულ დაბრკოლებებს დავძლიოთ, გაურკვევლობა საბოლოოდ ჩავაბაროთ წარსულს და ახალი, ბევრად უფრო საინტერესო ეტაპისთვის მოვემზადოთ.
ეს ორი პერიოდი 2025 წლის 24 თებერვლიდან 28 თებერვლამდე და 19 აპრილიდან 2 მაისამდე არსებული მონაკვეთია.

































































