https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“კანონმდებლობიდან გენდერისა და გენდერული თანასწორობის ტერმინებისა და პრინციპების გაქრობა ქალთა მდგომარეობას გააუარესებს”

16:52; 3.03.2025
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, 19 თებერვალს, ერთპარტიულმა პარლამენტმა ანტიგენდერული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დააინიცირა, რომლის საფუძველზეც,  ქართული კანონმდებლობიდან, ტერმინების -„გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“, სრული ამოღება იგეგმება.

“საკანონმდებლო ბაზიდან, გენდერულად მგრძნობიარე ტერმინების ამოშლის ინიციატივა 16 მოქმედ კანონში ტერმინების სრულ რედაქტირებას ითვალისწინებს და თითოეულ მათგანში „გენდერის“ ნაცვლად, „ქალისა და მამაკაცის“, ასევე „სქესის“ ცნებების შემოღებას გულისხმობს. ამასთან,  კანონებში არსებული ჩანაწერი „გენდერული საკითხები“ შეიცვლება ჩანაწერით -„ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები“, ტერმინი „გენდერის ნიშნის შეუწყნარებლობა“, იცვლება „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობით“, ხოლო კანონში გამოყენებული სიტყვები „გენდერულად მგრძნობიარე“ რედაქტირდება სიტყვებით „სქესის ნიშნისადმი მგრძნობიარე“.

ნიშანდობლივია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით, პრაქტიკულად შინაარსისა და კანონით განსაზღვრული მიზნისაგან იცლება „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონი, რომელიც ცვლილებების მიღების შემდგომ „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ კანონად დასათაურდება. დამატებით, კანონიდან ამოღებული იქნება  გენდერის სამართლებრივი დეფინიცია, რომელიც, თავის მხრივ, გენდერს-სქესთა შორის ურთიერთობის სოციალურ ასპექტად მოიაზრებდა და სქესზე, სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებად და  საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გამოხატულ ცნებად  განმარტავდა. კანონში გათვალისწინებული უფლებები, რომლებიც შრომით და საოჯახო ურთიერთობებში, საარჩევნო, სოციალურ, მეცნიერების, განათლების და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში, გენდერული თანასწორობის დაცვის პრინციპს განამტკიცებდა, გენდერის მარკერისაგან დაიცლება.

ასევე საგანგაშოა,  საკანონმდებლო ინიციატივა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის საფუძველზეც, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის დანაშაულის ჩადენა, როგორც დამამძიმებელი გარემოება აღარ იარსებებს და  ქალისა და მამაკაცის შეუწყნარებლობის ნიშნით იქნება  ჩანაცვლებული.

გენდერის ცნება და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული უფლებრივი გარანტიები ამოიღება სხვა არა ერთი სხვა საკანონმდებლო აქტიდანაც.

საგულისხმოა, ცვლილებათა პროექტის განმარტებით ბარათში გაკეთებული ჩანაწერი, რომ  გენდერთან დაკავშირებული ტერმინები, საქართველოს კანონმდებლობაში, ხელოვნურად, უცხოური გავლენისა და მათი წარმომადგენლების ლობირების გზით დაინერგა და რომ, „აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობიდან ხელოვნურად შექმნილი ტერმინის, „გენდერი“, ამოღება და მის ნაცვლად საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცება.“ თავის მხრივ,  განმარტებითი ბარათის მიხედვით, ქალის, მამაკაცისა და სქესის ცნებები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით, მხოლოდ პირის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლებით განისაზღვრება.

გენდერისა და გენდერული თანასწორობის  კონცეფციისა და პრინციპების სამართლებრივი სისტემიდან განდევნის მძიმე სოციალური, უფლებრივი და პოლიტიკური შედეგების გააზრებისთვის აუცილებელია,  გენდერული თანასწორობის ძირითადი ჩარჩოს სათანადო გაანალიზება.

გენდერული თანასწორობა ფართო ცნებაა, რომელიც აღიარებს, რომ უთანასწორობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ბიოლოგიური განსხვავებებით, არამედ მოიცავს სოციალურ როლებს, მოლოდინებსა და ძალაუფლებრივ სტრუქტურებს, რომლებიც ხელს უწყობს ქალთა დისკრიმინაციას, ჩაგვრას და გარიყულობას. გენდერის ამგვარი განმარტება, ქალების ისტორიული და მრავალშრიანი ჩაგვრის აღიარებას ეფუძნება და ადგენს, რომ ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის პოლიტიკამ უნდა უპასუხოს სწორედ ზემოთ აღნიშნულ პატრიარქალურ  სოციალურ როლებს, მოლოდინებს და ისტორიულად შექმნილ პოლიტიკურ, ეკონომიკური და კულტურულ ძალაუფლებრივ იერარქიებს.

ბოლო წლებში გენდერულად მგრძნობიარე მიდგომებმა შესაძლებელი გახადა ქალთა მიმართ სისტემური უთანასწორობის იდენტიფიცირება სხვადასხვა სფეროში (განათლება, ჯანდაცვა, დასაქმება და ა.შ. ) და მათზე სათანადო რეაგირება, ვინაიდან გენდერის ბინარული აღქმის ნაცვლად, ამ დროს კომპლექსურ და ინტერსექციურ მიდგომას ენიჭება უპირატესობა, რაც ადამიანების სხვადასხვა სოციალურ კატეგორიებს/მარკერებს ერთმანეთთან ურთიერთკავშირში აანალიზებს. სამართლიანი პოლიტიკის შემუშავებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის კუთხით, გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების დანერგვა მნიშვნელოვანია რესურსებისა სამართლიანი გადანაწილების მოთხოვნისა და არსებული სოციალური იერარქიების კრიტიკულად შეფასების კუთხით. საქართველოში პოლიტიკის ოფიციალურ დოკუმენტებსა და საკანონმდებლო ენაში, გენდერის ცნების ინტეგრირება ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ადამიანის უფლებების დაცვისა და რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით. დღეს სახელმწიფოს მიერ მხოლოდ ბიოლოგიურ სქესზე აქცენტის გადატანა  კი თანასწორობის  პოლიტიკის საფუძველს აქრობს, რადგან ის საფუძველშივე უგულებელყოფს ქალთა მიმართ სოციალური უთანასწორობის გამომწვევ სტრუქტურულ, ისტორიულ და კომპლექსურ მიზეზებს.

ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებები ასევე ასუსტებს გენდერული ძალადობასთან ბრძოლის პოლიტიკას. გენდერული ძალადობა (მაგალითად, ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება) ხშირად პატრიარქალურ წესრიგში ქალების სოციალურ როლებთანაა დაკავშირებული და არა მხოლოდ ბიოლოგიასთან. როდესაც გენდერის ცნება კანონმდებლობიდან ქრება, გენდერულ ძალადობაზე რეაგირება რთულდება, რადგან აღარ არსებობს სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის პროცესში სოციალური უთანასწორობისა და იერარქიზების პრაქტიკებს დაუპირისპირდება.  

ამასთან გენდერის სამართლებრივი ენიდან გაქრობა ნიშნავს, რომ ტრანსგენდერი, არაბინარული და გენდერულად არაკონფორმული ადამიანები სამართლებრივად უხილავები ხდებიან. ამგვარი ცვლილებით ისინი კარგავენ დაცვას დისკრიმინაციის, ძალადობისა და სოციალურ გარიყვისგან. დღესდღეობით საქართველოში ლგბტქი ადამიანები უკიდურესად მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ და ხშირად ხდებიან ძალადობის სამიზნე, ტრანსგენდერი ქალების მიმართ კი განსაკუთრებით ხშირია სიძულვილით მოტივირებული ძალადობა.

მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის  უფლებების დაცვის არაერთ უნივერსალურ დოკუმენტთან, მათ შორის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის (CEDAW) და სტამბოლის კონვენციებთან, რომელთა რატიფიცირებით საქართველოს სახელმწიფომ  გენდერული თანასწორობის და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ პოლიტიკის შემუშავებისა და დაცვის გარანტიების შექმნის ვალდებულება აიღო. უფრო მეტიც, ქართული ოცნების მიერ  ამ საკანონმდებლო ცვლილებების  მიღება არა ერთ შემთხვევაში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისა და ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პრობლემასაც კი წარმოშობს საქართველოსთვის, რაც საერთაშორისო სამართლის სისტემასთან დაპირისპირების უფრო დიდ ნორმატიულ პრობლემას აჩენს. ამასთან აშკარაა, რომ აღნიშნული კანონპროექტების მიღება წინააღმდეგობაში მოდის ევროინტეგრაციის ამოცანებთანაც, რომლის ფუნდამენტური პრინციპიც, სწორედ დისკრიმინაციის აკრძალვა და თანასწორობის იდეის დაცვაა.

აღსანიშნავია, რომ ანტიგენდერული პოლიტიკა ავტორიტარული რეჟიმებისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც გამოიყენება სოციალური კონტროლის გაძლიერებისა და კრიტიკული სოციალური მოძრაობებისა და ჯგუფების დასუსტებისთვის. ავტორიტარული მთავრობები ხშირად უტევენ გენდერულ თანასწორობას, რადგან ის დაკავშირებულია დემოკრატიულ ღირებულებებთან, ადამიანის უფლებებთან და სოციალური სამართლიანობის პრინციპებთან. გენდერული უფლებების შეზღუდვით, ავტოკრატიები ცდილობენ დაასუსტონ სამოქალაქო საზოგადოება, ფემინისტური და ლგბტქი მოძრაობები, რომლებიც ხშირად წარმოადგენენ დემოკრატიული ცვლილებების ინიციატორებს გარდამავალ დემოკრატიებში. ეს პროცესები მჭიდროდ უკავშირდება ავტორიტარული რეჟიმების ინტერესსაც, შექმნან “შიდა მტრის ხატი” და კონსერვატიული და ნაციონალისტური სენტიმენტების მობილიზაციით განამტკიცონ ძალაუფლება და გაზარდონ საზოგადოებრივი პოლარიზაცია.

შემთხვევითი არ არის, რომ ქართული ოცნების მიერ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის მზარდ პროცესში ჰომო/ბი/ტრანსფობიის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებასთან ერთად, უკვე გამოჩნდა ანტიგენდერული პოლიტიკის ნიშნები, რომელიც ქალთა უფრო დიდ ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობაზე მოახდენს გავლენას.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ გენდერის სამართლებრივი ცნების გაქრობა ასუსტებს ქალთა უფლებების და თანასწორობის დაცვის პოლიტიკას საქართველოში, რადგან ის საფუძველშივე ანადგურებს გენდერულ თანასწორობაზე დაფუძნებული პოლიტიკის ფუნდამენტს – აღიაროს და დაუპირისპირდეს სტრუქტურულ უთანასწორობებსა და სოციალურად კონსტრუირებულ პატრიარქალურ როლებს და იერარქიებს და შესაბამისად, ქალების ფართო ჯგუფებს უსპობს მანამდე მოპოვებული საკანონმდებლო დაცვის გარანტიებს. ცხადია, რომ ამგვარ საკანონმდებლო ცვლილებებს ორმაგად მძიმე გავლენა  ექნება ქალთა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის და პირველი რიგში, ტრანსგენდერი ქალებისთვის”,_ ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

„ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“ – ტიკარაძე ღარიბაშვილის დაკავებაზე

11:41; 14 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა

16:19; 13 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი სასამართლოდან გააძევეს და პატიმრობაში დატოვეს

16:05; 13 იანვარი, 2026
პოლიტიკა

“ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი”- ადვოკატი

14:38; 13 იანვარი, 2026
პოლიტიკა

“საქართველოში ტერორმა მმართველ ელიტამდეც მიაღწია – რეჟიმი პოზიციებს თმობს” – სალომე ზურაბიშვილი

13:23; 13 იანვარი, 2026

"ამ წუთებში, კაპროვანში  "ენერგო პრო ჯორჯიას" ოთხი ჯგუფი იმყოფება"

ესტონეთმა დაასანქცირა მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეები, პროკურორები და ირაკლი დგებუაძე

ყველა სიახლე

სამართალი

რიკოთზე განათების ქსელის კაბელები მოიპარეს

21:03; 14.01.2026
სამართალი

მკვლელობა მარჯანიშვილზე _ შსს განცხადებას ავრცელებს

20:49; 14.01.2026
სამართალი

თბილისში, მარჯანიშვილზე, ქალი მოკლეს _ რა დეტალები ხდება ცნობილი

20:30; 14.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 იანვრამდე საქართველოში? – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

14:51; 14.01.2026
სამართალი

მძიმე ავარია თბილისში – სოციალურ ქსელში კადრები ვრცელდება

12:51; 14.01.2026
საზოგადოება

ნისლი, დიდთოვლობა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება – რა მდგომარეობაა საქართველოს საავტომობილო გზებზე

12:27; 14.01.2026
ზაფრანი

ცნობილი ადამიანების საახალწლო ტრადიციები

12:03; 14.01.2026
ზაფრანი

ძველით ახალი წლის ტრადიცია

11:57; 14.01.2026
ზაფრანი

სად აღინიშნება ძველით ახალი წელი   

11:47; 14.01.2026
ზაფრანი

რა არის ძველით ახალი წელი   

11:45; 14.01.2026
ზაფრანი

ძველით ახალი წლის ტრადიცია

11:43; 14.01.2026
პოლიტიკა

„ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“ – ტიკარაძე ღარიბაშვილის დაკავებაზე

11:41; 14.01.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

11:29; 14.01.2026
საზოგადოება

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

11:23; 14.01.2026
ფინანსები

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 14 იანვარს

11:18; 14.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო