ნანუკა ჟორჟოლიანი ჩოხატაურის მერს პასუხობს.
“ჩოხატაურის მერმა სტატუსი მომიძღვნა და თან დამბლოკა:)) სხვამ გამომიგზავნა. სქრინს დავდებ კომენტარში და აქ ვუპასუხებ.
ამბობთ რომ პარკინსონიან პაციენტს თქვენთვის დახმარება არ უთხოვია.
ამის დასტურად მოგყავთ რომ სოფელი და გვარი არ მეწერა სტატუსში.
ბატონო დავით, შეტყობინება შემოვიდა ირემაძისგან, სოფელია ქვენობანი. (მოსე გოგიბერიძის უბანი)
ბარემ მოგაწოდებთ ინფორმაციას რომ სოფელ სურებში ამ დრომდე არ ყოფილხართ.
10 დღეა დაუმარხავი ადამიანი ჰყავთ სახლში.
საკვების გარეშე იყო ხალხი რომ არა ოფროუდის ასოციაციის ბიჭები.
ჩოხატაურელები გვთხოვდნენ არ გვეთქვა რომ დავეხმარეთ, სოციალურს მომიხსნიანო, მაინც რომ იცოდეთ”,_ წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ინფორმაცია სოციალურის მოხსნით დამუქრების შესახებ მედიაში რამდენიმე დღის წინაც გავრცელდა. აღნიშნულ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე გამოეხმაურა და სიცრუე უწოდა. ოპოზიციურ მედიებს კი დაემუქრა.
გავრცელებული ინფორმაციის შესახებ “გურია ნიუსი” ჩოხატაურის მერის კომენტარს მალე შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე:




























































