ბელგია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას.ამის შესახებ ნათქვამია ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლითაც ბელგია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის საქმეს ეხმიანება.
„ამ კვირას ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო დაიწყო საქართველოში. რეპრესიული ქმედებები ჟურნალისტების და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გვაშფოთებს და ვთვლით, რომ ეს არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ და საერთაშორისო ვალდებულებებს.
ბელგია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლებასა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას.
პრესის თავისუფლების გარეშე, არ არსებობს დემოკრატია,“ _ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა “X”-ზე ეს განცხადება გუშინ, 6 მარტის საღამოს გამოაქვეყნა, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ.
🗣️ No #PressFreedom, no democracy.
Belgium calls on the Georgian government to respect the right to freedom of peaceful assembly and of expression. pic.twitter.com/3K7CdZZyKw
— 🇧🇪 Belgium MFA (@BelgiumMFA) March 6, 2025

































































