ჩრდილოეთ კორეამ ორშაბათს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაისროლა ზღვაში,_ განაცხადეს euronews-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები რამდენიმე საათის შემდეგ ისროლა, რაც ცნობილი გახდა, რომ სეულმა და ვაშინგტონმა განაახლეს ძირითადი წვრთნები, რომელიც ცნობილია როგორც „თავისუფლების ფარი“.
ჩრდილოეთ კორეა წვრთნებს დიდი ხანია პროვოკაციად განიხილავს.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსების თქმით, რაკეტების გასროლა დაფიქსირდა ჩრდილოეთ კორეის ჰვანჰაეს პროვინციიდან.
მანამდე ორშაბათს სამხრეთ კორეამ და აშშ-მა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს, რომელიც 11 დღე გაგრძელდება.
„თავისუფლების ფარის“ წვრთნები მოიცავს „ცოცხალ, ვირტუალურ და საველე სწავლებას“ აშშ-ის მთავრობის განცხადებით.
ჩრდილოეთ კორეამ წვრთნების დაწყების საპასუხოდ განცხადება გაავრცელა და წვრთნებს უწოდა “საშიში პროვოკაციული აქტი”, რომელიც ზრდის სამხედრო კონფლიქტის რისკს.
გასულ კვირას, კიმ იო ჯონგმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დამ, გააფრთხილა შემდგომი “პროვოკაციების” შესახებ მას შემდეგ, რაც ამერიკული ავიამზიდი სამხრეთ კორეის პორტ ბუსანში ჩადგა.
წვრთნები მცირე ხნით შეჩერდა მას შემდეგ, რაც გასულ ხუთშაბათს სამხრეთ კორეის ორმა საბრძოლო თვითმფრინავმა KF-16 შეცდომით დაბომბა სამოქალაქო ტერიტორია პოჩეონში, ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ახლოს.
ინციდენტის შედეგად დაშავდა 30 ადამიანი, რომელიც სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებმა მიაწერეს ადამიანურ შეცდომებს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მფრინავმა არასწორი კოორდინატები შეიყვანა დაბომბვის ადგილისთვის.































































