https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გვავნებს თუ არა რძე, რომელიც ქათმის სკინტლით ნაკვებმა ძროხამ მოიწველა – როგორია საფრთხეები და მოწამვლის სიმპტომები

10:55; 4.04.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, 2018 წლისთვის რძის მწარმოებელი კომპანია ყვარლის ბაგა საქონელს ქათმის ნაკელით კვებავდა.

ეს სასუქია და ნიადაგის გასანაყოფიერებლად აქტიურად მიმართავენ. მეორე მხრივ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო საკვებად მისი გამოყენება დიდი ხანია აკრძალულია ევროკავშირში, 2023 წლიდან კი — საქართველოშიც.

როგორც რადიო თავისუფლების მასალაში ვკითხულობთ, ეს კომპანია ამ ტიპის უდიდეს ფერმას ფლობს. მისგან რძეს არაერთი კომპანია ყიდულობს, მათ შორის: სანტე, სოფლის ნობათი, აგროჰაბი და რძის ლაბორატორია. დაზუსტებით ვერ ვიტყვით, შეიცავს თუ არა საფრთხეს ამ კომპანიათა პროდუქტები (მათ გამოხმაურებას ქვემოთ იხილავთ).

ზოგადად, ქათმის სკინტლით საქონლის გამოკვება სარისკოა როგორც თავად ამ ცხოველებისთვის, ასევე მათი რძის მომხმარებლებისთვისაც.

საიდან გაირკვა, რომ ძროხებს ქათმის სკინტლით კვებავდნენ?

სანამ რძის უსაფრთხოების საკითხზე გადავიდოდეთ, მოკლედ მიმოვიხილოთ რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიება. იგი სასამართლო დავას ეხება, რომელშიც ცოტა ხნის წინ ბრალდების მხარე საკმარისი მტკიცებულებების გარეშე გაამართლეს.

ყვარლის ბაგამ დავა იმ კომპანიის, ჩირინას, წინააღმდეგ წამოიწყო, რომლისგანაც იგი ქათმის ნაკელს ყიდულობდა. მისი ბრალდებით, 2018 წელს ნაკელი ანტიბიოტიკ ტეტრაციკლინს შეიცავდა და ამან ორასამდე ძროხის დახოცვა გამოიწვია; მათი მტკიცებით, ამან გასაყიდი რძის ხარისხიც გააფუჭა. ტეტრაციკლინი რძეში სანტემ, ყვარლის ბაგის კლიენტმა, აღმოაჩინა და პროდუქტი არ ჩაიბარა. ანტიბიოტიკი ამ ფერმის რძეში კიდევ არაერთხელ შენიშნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ ბრალდების მხარე გაამართლა და ჩირინას კომპენსაციის სახით 4,7 მილიონი ლარი დააკისრა. გადაწყვეტილება არაფორმალურ ლაბორატორიულ ანალიზს ეყრდნობა, რომელიც კანონისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის დაუცველობით ჩატარდა; არ არსებობს სანდო მტკიცებულებები იმისა, რომ ძროხების დახოცვა ტეტრაციკლინის მიღების შედეგია და ამაზე ჩირინაა პასუხისმგებელი.

შეგიძლიათ, მეტი დეტალისთვის ამ ბმულზე ჟურნალისტურ გამოძიებას გაეცნოთ.

რატომაა ქათმის სკინტლი აკრძალული “საკვები”

2000-იანი წლების დასაწყისში ევროკავშირმა მკაცრი რეგულაციები დააწესა, რათა ცხოველებისა და საზოგადოების ჯანმრთელობა დაეცვა. ინიციატივის ფარგლებში აიკრძალა ცხოველთა ექსკრემენტების, მათ შორის ქათმის სკინტლის, გამოყენება ფერმის ცხოველების საკვებად. კომისიის გადაწყვეტილება ძალაში 2001 წლის პირველ მარტს შევიდა და დღემდე მოქმედებს.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მიხეილ სოხაძე, ვეტერინარი და FAO-ს ექსპერტი, ამბობს, რომ აკრძალვა 90-იან წლებში გავრცელებულ ავადმყოფობას უკავშირდება.

“პირველი პრობლემა იყო ღრუბლოვანი ენცეფალოპათია 1992-93 წლებში ინგლისში, სადაც 100 ათასამდე დადასტურებული შემთხვევა იყო და 5 მილიონამდე პირუტყვი დახოცეს მაშინ. ეს გადამდებია ადამიანზე”, — ამბობს მიხეილი და ამატებს, რომ ადამიანებში ამ დაავადებით სიკვდილის დაახლოებით 200 შემთხვევაა დადასტურებული.

რა შეიძლება გვავნოს რძემ, რომელიც სკინტლით ნაკვებმა ძროხამ მოიწველა?

ქათმის ნაკელმა შეიძლება ძროხების ჯანმრთელობა დააზიანოს, ამ ცხოველების გავლით კი — პოტენციურად ჩვენიც. ამასთან დაკავშირებული რისკების შესახებ NEXT.On.ge გასტროენტეროლოგ ჯაბა ზარქუას გაესაუბრა.

“როდესაც ეს პროცესი ირღვევა და ფრინველის გადაუმუშავებელი განავლოვანი მასები ხვდება ადამიანის კვებით ჯაჭვში, ეს შესაძლოა გახდეს სხვადასხვა პრობლემების გამომწვევი”, — განმარტავს ჯაბა — “ფრინველის გადაუმუშავებელ განავლოვან მასებში შესაძლოა იყოს სხვადასხვა ინფექციური პათოგენი (მაგ. ვირუსი, ბაქტერია, პარაზიტი), სხვადასხვა მედიკამენტი (მაგ. ანტიბიოტიკი, ზრდის ჰორმონი) ან სხვადასხვა მძიმე მეტალი (მაგ. ტყვია, ვერცხლისწყალი), რაც პირუტყვიდან მიღებული პროდუქტით შესაძლოა მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში”.

რისკები განსხვავებულია და სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად: რამდენადაა დაბინძურებული საქონლის საკვები პათოგენებით, მედიკამენტებითა თუ მძიმე მეტალებით, რამდენი ხნის განმავლობაში იღებდნენ ისინი დაბინძურებულ საკვებს, როგორ მიმდინარეობდა რძის წარმოება და ა.შ.

“ამას ამ მონაცემებით მეტად ვერ დავადგენთ”, — ამბობს ჯაბა.

როგორც ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მძიმე მეტალების რძეში მოხვედრის ალბათობა მცირეა, თუმცა არა ნულოვანი. უფრო მაღალია მათი დაგროვების ალბათობა ქსოვილებში. მისი თქმით, პათოგენების (ვირუსი, ბაქტერია, პარაზიტი) რძეში მოხვედრის ალბათობა ასევე არაა მაღალი, თუ ისინი ცხოველში სისტემურ ინფექციას არ იწვევს (რომლის შედეგადაც ისინი რძეში გადავა).

მეორე მხრივ, როგორც ჩანს, მეტია იმის შანსი, რომ რძეში მედიკამენტები გადავა. ამასთან დაკავშირებული რისკების შეფასება არც ისე მარტივია.

“მედიკამენტების (მაგ. ანტიბიოტიკები, ზრდის ჰორმონები) რძეში მოხვედრის ალბათობა შედარებით მაღალია. გაგვიჭირდება ანტიბიოტიკებით დაბინძურებული რძის პროდუქტების მასობრივი ეფექტის გაზომვა, რადგან არ ვიცით რა მასშტაბზეა საუბარი, თუმცა საკვები პროდუქტების დაბინძურება ანტიბიოტიკებით ჯანმრთელობისთვის ცალსახად საზიანოდ შეიძლება შეფასდეს”, — დასძენს ჯაბა NEXT.On.ge-სთან საუბრისას.

იყო თუ არა ანტიბიოტიკები რძეში, რომელიც ყვარლის ბაგამ გაყიდა?

ამის გასაგებად კომპანიებს, რომლებიც ყვარლის ბაგისგან რძეს ყიდულობენ, რადიო თავისუფლებამ შემდეგი კითხვები დაუსვა:

  • ამოწმებდნენ თუ არა ისინი რძის ყველა პარტიას;
  • რამდენჯერ აღმოუჩენიათ შიგნით ანტიბიოტიკი;
  • იცოდნენ თუ არა, რომ რძის მიმწოდებელი იმ პერიოდში ძროხებს ქათმის ნაკელით კვებავდა.

კომპანიების პასუხები ერთმანეთის მსგავსია:

  • კომპანია სანტემ რადიო თავისუფლებასთან კომენტარი არ გააკეთა. მოგვიანებით გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ “სანტეს დანერგილი აქვს რძის ხარისხის კონტროლის უმკაცრესი სტანდარტები. მათ შორის არის: რძეში ანტიბიოტიკის შემოწმება, ცხიმისა და ცილის იდენტიფიცირება, რძის მიკრობიოლოგიური ანალიზი.ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში რძე უბრუნდება ფერმას და არ გამოიყენება წარმოების პროცესში”;
  • პეპსიკომ, სოფლის ნობათის მფლობელმა კომპანიამ, განაცხადა, რომ იმ პერიოდის არქივი არ აქვთ შენახული, რადგან “კანონით სამწლიანი ვადა ვრცელდება დოკუმენტების შენახვაზე”. მათი თქმით, წარმოებაში არ უშვებენ ისეთ რძეს ან ინგრედიენტს, რომლის ხარისხიც პეპსიკოს სტანდარტებსა და კანონმდებლობის მოთხოვნას არ შეესაბამება. თქვეს ისიც, რომ ქათმის ნაკელის გამოყენების შესახებ არ იცოდნენ;
  • აგროჰაბმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ძროხის საკვებად ქათმის ნაკელის გამოყენებაზე არ იცოდნენ. თქვეს ისიც, რომ “აგროჰაბი ყოველთვის, ყველა პარტიაზე ამოწმებს რძეს ანტიბიოტიკზე” და დაფიქსირების შემთხვევაში რძეს არ იღებს. ძველი დოკუმენტები არც მათ მოეპოვებათ.

მედია წერს, რომ, “სასამართლოს მასალების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში კლიენტებმა ყვარლის ბაგის რძეში დაახლოებით 10-ჯერ აღმოაჩინეს ანტიბიოტიკების კვალი, მაგრამ არა რძის ყველა შესყიდულ პარტიაში”.

ისტორია არაერთ კითხვისნიშანს აჩენს, თუმცა გამოძიების შედეგად ერთი რამ ცხადია: ყვარლის ბაგის რძეში ანტიბიოტიკები არაერთხელ აღმოაჩინეს. საფრთხის შეფასება რთულია, რადგან დაუზუსტებელია, რძის კონკრეტულად რომელი პარტიები შეიცავდა ამ ნივთიერებებს.

ძროხების საკვებად ქათმის სკინტლის გამოყენება დღეს უკვე ოფიციალურად არის აკრძალული. ეს შეზღუდვა მსგავს რისკებს უნდა ამცირებდეს და ვერ ვიტყვით, რომ საფრთხე კვლავ არსებობს. მეორე მხრივ, ამის უარსაყოფად სურსათის უვნებლობა მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს.

წყარო: on.ge

აფლატოქსინი
გაზიარება9Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს

15:18; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ექადიის ტყე-პარკი საჭირო ფრინველებით შეავსო

12:29; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“უმ­ძი­მე­სი და­ნაკ­ლისია” _ ცნობილი ქართველი მსახიობი გარდაიცვალა

12:12; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

როდის არის ბავშვის თავის ტკივილი საგანგაშო და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა

09:59; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“სანამ ცოცხალი ვარ, თავზე ნუ დამაწვიმს!”  _ ასაკოვანი ქალი დახმარებას წლებია, უშედეგოდ ელოდება

09:46; 13 თებერვალი, 2026

“ობიექტები თვეებია გაჩერებული”- ახალი ტენდერი ჩოხატაურში ბაღების ასაშენებლად

ლანჩხუთში, თბილისსა და ბათუმში "ქურდულ სამყაროსთან" მყოფი პირები დააკავეს _ შსს ვიდეოჩანაწერს ავრცელებს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ვრცელდება თუ არა მოქმედ სტუდენტებზე მთავრობის ახალი დადგენილება

15:36; 13.02.2026
სამართალი

ავტოავარიის შედეგად ქალი დაშავდა- საავადმყოფოში გადაყვანილია მძღოლიც

15:21; 13.02.2026
საზოგადოება

ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს

15:18; 13.02.2026
კულტურა

ოზურგეთის თეატრში ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ დაიდგმება

15:05; 13.02.2026
პოლიტიკა

ესტონეთს ელჩი საქართველოდან სომხეთში გადაჰყავს

14:56; 13.02.2026
სამართალი

რას აცხადებს მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის მძღოლი

14:19; 13.02.2026
ფინანსები

მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას

13:50; 13.02.2026
ფინანსები

“წავიდა ჩვენი სავალუტო რეზერვები ჩინეთში!” – რომან გოცირიძე

13:40; 13.02.2026
სამართალი

„გამოსვლა ვერ შეძლო, გაიგუდა“ – ტრაგედია სამეგრელოში

13:33; 13.02.2026
სამართალი

გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოვლინდა

13:31; 13.02.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

13:27; 13.02.2026
პოლიტიკა

“1-ელი მარტიდან მნიშვნელოვნად შეიზღუდება” _ ვის შეეხება ცვლილება?

12:33; 13.02.2026
საზოგადოება

ექადიის ტყე-პარკი საჭირო ფრინველებით შეავსო

12:29; 13.02.2026
სამართალი

“გარყვნილი ქმედება და ძალადობა არასრულწლოვანი შვილების მიმართ”

12:20; 13.02.2026
საზოგადოება

“უმ­ძი­მე­სი და­ნაკ­ლისია” _ ცნობილი ქართველი მსახიობი გარდაიცვალა

12:12; 13.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო