https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გააქტიურებული დისკუსია ომის დაწყების მიზეზებზე

16:42; 10.04.2025
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

 “ლაჩრებმა და სამშობლოს გამყიდველებმა გადაწყვიტეს, გმირ ანწუხელიძეს შეაფარონ თავი. ეს დღეებია, ერთი მეორის მიყოლებით პოსტავდნენ ანწუხელიძის სახელს…  ჰგონიათ, პიარის  დახმარებით ყველაფრის გადაფარვა შეუძლიათ და როგორც გამჭვირვალობას დაარქვეს რუსული,  საკუთარ გამყიდველობას ანწუხელიძის გმირობას თუ დაუკავშირებენ, ამით გათეთრდებიან.

არ გაგიტარებთ.  რადგან არ არსებობს კავშირი ანწუხელიძის თავდადებასა და  იმასთან, რაც თქვენ გბრალდებათ  და რასაც საგამოძიებო კომისიაზე ვისმენთ“, _ დაწერა სოციალურ ქსელში გურულმა პარლამენტარმა ნინო წილოსანმა მას შემდეგ, რაც პარლამენტში შექმნილი დროებითი  საგამოძიებო კომისიის მისამართით, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს და რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის გარემოებებს შეისწავლის,  დისკუსია გააქტიურდა ომის დაწყების მიზეზებსა და მასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე.

თეა წულუკიანის განცხადებით, “კომისია არ იძიებს სამხედროებს, ჩვენი კომისია იძიებს “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის სხვადასხვა ასპექტსა და საკითხს“.

არა ერთმა მოქმედმა თუ ყოფილმა სამხედრომ და პოლიციელმა, აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებმა საჯაროდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, მათ შორის 2008 წლის ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ, მაკა ჩიკვილაძემ:

“ქვეყანაში, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს, ახალგაზრდა სახელმწიფოს წარმოადგენს, რომელსაც განვითარებისთვის მუდმივი შრომა, სწავლა, გამოცდილების შეძენა სჭირდება, როგორი გაუგებარიც არ უნდა იყოს გამუდმებით მიმდინარეობს დაპირისპირება და გარჩევა თემის, თუ ვინაა მტერი.

ამ დაპირისპირებებში მტერი იკარგება, სამაგიეროდ ჩნდება მტრობა, თანამოქალაქეებს შორის მტრობა. ეს უნდა მტერსაც. ჩვენ მის სურვილს ვასრულებთ, ნაწილი შეუგნებლად, ნაწილი შეგნებულად, ზოგიც მდუმარებით.

საქართველოს ბევრი მტერი ჰყავდა საუკუნეების მანძილზე. ასეთი იყო მსოფლიო ათასწლეულები _ მტრული. ჩვენს საუკუნეში კი ღიად, საომარი მოქმედებებით, თუ ხელოვნურად შექმნილი შიდა დაპირისპირებებით, პროვოკაციებით, საქართველოს მტერი არის რუსეთი და მისი პოლიტიკა.

ვინც ამ პოსტს წაიკითხავს, საკუთარ მოსაზრებას იტყვის თუ გაიფიქრებს, მათ მინდა ვუთხრა, პატივისცემით, გულწრფელად – ყოველი კამათისას, რომელიც 2008 წელს ეხება, ყოველი გამონათქვამისას, რომელიც გიორგის ეძღვნება, მე არ ვარ მხოლოდ მეუღლე, დედა, ოჯახის წევრი… ჩემგან ადამიანები კითხვებით, ზოგჯერ უკითხავად, ელოდებიან პოზიციას, აზრს… ხშირად ეს დამატებით პასუხისმგებლობას მძენს, კიდევ მეტს, ვიდრე მაქვს მიზეზთა გამო…

ბევრჯერ მითქვამს და რამდენჯერაც საჭირო იქნება სულ გავიმეორებ სიცოცხლის ბოლომდე _ ომი რუსეთმა დაიწყო!!! რუსეთი სხვა წლებშიც გვეომებოდა!!! მტერი რუსეთია, რომელიც ხშირად იყენებს სეპარატისტებს, შიდა მტრებს!!!

ყველა კამათი, რაც ჩვენ შორის ჩაღდება ომის თემაზე, მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. საშუალებას აძლევს მათ კვლავ მოგვაყენონ შეურაცხყოფა თავიანთი განცხადებებით. დაგვადანაშაულონ, საკუთარი ბრალი შემოგვიტრიალონ, ბოდიშები მოითხოვონ… საბოლოოდ, კი ამ ყველაფერმა, შესაძლოა, წარმოშვას ჩვენი გმირების თავდადებისადმი გარკვეული კითხვის ნიშნების საფრთხე. ვის უნდა ეს? ვის სჭირდება?

ჩემი, როგორც მოქალაქის შეხედულება ასეთია:

სამხედრო თემებზე, გარკვეულ შეცდომებზე, დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ, სამხედროები და კომპეტენტური პირები. შიდა პოლიტიკისა და ეროვნული ინტერესის საკითხებს გამიჯნავენ ხოლმე პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებებში. ჩვენნაირი მძიმე ხვედრის მქონე ქვეყანაში თანამემამულეები მნიშვნელოვან საკითხებსა და პრობლემებზე გამოცდილებას იღებენ და საქმით ასწორებენ ერთმანეთის მხარდამხარ.

ჩემი მხარდაჭერა და პატივისცემა ქართველ სამხედროებს!

ჩემი სიყვარული მათაც, სახელმწიფოსაც და მთელ იმ საზოგადოებასაც, რომლისთვისაც გადახედვას, შეფასებას არ ექვემდებარება საკითხი, რომ ომი რუსეთმა და სეპარატისტებმა დაიწყეს, ჩემი ქვეყანა თავს იცავდა თავის მიწაზე!

ისედაც ცხადი ეს ამბავი კი გამოიძია და საფუძვლიანი დასკვნით გაამყარა მსოფლიოს კომპეტენტურმა, სამხედრო გამოცდილების მქონე, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლობითმა სპეციალურმა ორგანომ _ ჰააგის ტრიბუნალმა!

მადლობა ყველას, ვისთვისაც ფასეულია ჩვენი გმირების ღვაწლი, ხოლო მათი ოჯახების ტკივილი გაზიარებული. ჩემთვის, გიორგის და სხვა დაღუპული სამხედროების, პოლიციელების, სამოქალაქო პირების ტრაგიკულად შეწყვეტილ სიცოცხლეზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ რუსეთი და მის მიერ წახალისებული სეპარატისტები ჩვენს მიწაზე. ვემსახურები საქართველოს!” _  დაწერა  გმირის მეუღლემ სოციალურ ქსელში.

პოზიციას აფიქსირებენ ლანჩხუთელი პოლიტიკოსებიც:

“ის, რაც ახლა ამ კომისიის მეშვეობით ხდება, ესაა მორიგი ფარისევლობა  ბიძინა ივანიშვილის ბანდის მხრიდან, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლიდან მეცამეტე წელს  გაუჩნდა რატომღაც ჭეშმარიტების დადგენის სურვილი. რატომ ახლა? იმიტომ, რომ მკაფიოდ ხედავს ძალაუფლების დაკარგვის საშიშროებას და ყველაფერს აკეთებს სტატუს–ქვო შეინარჩუნოს. მთელი 13 წელი “ოცნება” “ნაცმოძრაობის” მწარე წარსულით სულდგმულობდა, ყველას ნაცურ იარლიყს აწებებდა, მაგრამ მოვიდა მომენტი, როცა ამ ხერხმა აზრი დაკარგა და ივანიშვილი იძულებული შეიქნა, სხვა რამის გადასაფარად, ისევ სანახაობა მოეგონა, ისევ დაუბრუნდა წინა ხელისუფლების საქმიანობას და კომისიის შესასწავლ საკითხებში სასურველი სცენარი ჩადო. აი, აგვისტოს ომი მაგალითად, სადაც კვლავ დაიწყო ვაჭრობა თუ ვინ დაიწყო ომი. ეს საკითხი ჰააგის განაჩენის მერე, თითქოს აზრდაკარგული იყო, მაგრამ ისე გაუჭირდა ხელისუფლებას, ისევ დაუბრუნდა მას და სააკაშვილის ზიზღის გამო, მზად არის ქვეყანაც გააშავოს, დაადანაშაულოს და რუსეთთან დაანონსებული დიდი ბოდიშის მოხდის გამო, მიზეზიც გამოიგონოს. სხვათა შორის, კომისია სხვა მიმართულებითაც ცდილობს დამსჯელ ოპერაციას, აქეთ TBC ბანკის საქმეების ქექვით ხაზარაძე–ჯაფარიძის გაშავებას ცდილობს, რაც, ბუნებრივია, პარტიული კუთხით იქნება მიმართული. აქეთ ბოლო წლების გამოძიებებიც დაანონსდა და ამით გიორგი გახარიას მიადგებიან. ჰოდა, პარტიათა აკრძალვის ვერაგული გეგმისთვის, მწვანე ანთებული იქნება.

მოკლედ მორიგი ვირეშმაკობის ნათელი მაგალითია ეს კომისია და ქალბატონი თეა წულუკიანის ეს ყელყელაობა, მორიგი ფეიკქმედებაა, რომელიც კარგს არაფერს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და უპირველესად, თავად “ქართულ ოცნებას“, მის მამა–მარჩენალ ივანიშვილს, რომელიც უკვე გასულია ორბიტიდან და დაბრუნების ყველა მცდელობა, ახალი შეცდომების და უფრო მეტიც, დანაშაულებების საწინდარია“, _ ეს “ძლიერი საქართველოს” ლანჩხუთელი ლიდერის  გოჩა ჯანაშიას შეფასებაა.

“ეს არის ფაშისტი წულუკიანის კომისია“, _  ამბობს ენმ-ის სახე ლანჩხუთში კახა ასკურავა, რომლის შეფასებითაც “ეს არის აგონიაში მყოფი პოლიტიკური პარტიის ქმედება“.

კომისიის მიმართ შეფასებებს რიგითი ლანჩხუთელებიც აკეთებენ.

“სააკაშვილის სიძულვილის მიზეზით, ქვეყანა როგორ უნდა გაყიდო თხასავით?!?!?!

თქვენ მხოლოდ თქვენი კეთილდღეობა და ძალაუფლების შენარჩუნება გადარდებთ!!!  თქვენი ქმედება არაფერ კავშირშია სამშობლოს სიყვარულთან!!!

რატომ არის ასე რთულად გასაგები _ რუსი არის მტერი! რუსი არის ოკუპანტი! რუსი არის შენი გენის, შენი იდენტობის, შენი ისტორიის  გამანადგურებელი!”  _  წერს სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები ლანჩხუთელი ექიმი, ეკატერინე ჯიბლაძე.

31 მარტს კომისია გაესაუბრა ემზარ კვიციანს, რომელიც წლების წინ კოდორის ხეობაში შექმნილ გასამხედროებულ ჯგუფ “მონადირეს” ხელმძღვანელობდა.

გასაუბრების დაწყებამდე, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ემზარ კვიციანის საქმიანობა პოზიტიურად დაახასიათა. მისი თქმით, კვიციანი და მისი თანამოაზრეები “ხეობას ამაგრებდნენ”.

“როდესაც ჩვენ ამ თემის (ომის) კვლევა დავიწყეთ, ვნახეთ, რომ 2004 წლიდან დაიწყო მიზანმიმართული ნგრევა იმისა, რასაც საქართველოს სუვერენიტეტი ჰქვია, რასაც ქართული ჯარი ჰქვია და ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი _ მიხეილ სააკაშვილი.

2006 წელი არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ ჩვენ ფაქტები აღვადგინოთ, დავადგინოთ და ფაქტებზე დაფუძნებულად ჩვენს დასკვნაში ვაჩვენოთ, განსაკუთრებით მომავალ თაობებს, 2008 წლის ომამდე როგორ მივიდა ჩვენი ქვეყანა და რატომ აღმოჩნდა როგორც ჯარისკაცი, ისევე მშვიდობიანი მოქალაქე დაუცველი. და რატომ გაიმარჯვა მტერმა და არა _ ჩვენ?! თუკი ომს იწყებ, მთავარი დანიშნულება უნდა იყოს გამარჯვება და ეს გამარჯვება კარგად უნდა იყოს მომზადებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი ნაბიჯი არ უნდა გადადგა ისეთი, რაც გაუმართლებელ დანაკარგს მოიტანს და ჯარისკაცსაც გაწირავს და მოქალაქესაც“, _ თქვა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა 31 მარტის სხდომაზეც გაიმეორა, რომ “კომისია არ იძიებს სამხედროებს, ჩვენი კომისია იძიებს “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის სხვადასხვა ასპექტსა და საკითხს”:

“ირკვევა წინა სხდომებიდან გამომდინარე, რომ თურმე დადასტურებულადაც შეიძლება უკვე ჩაითვალოს, თუმცა სხდომები გრძელდება, რომ მიხეილ სააკაშვილს და მის ამფსონებს _ დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და სხვებს – არ ჰქონდათ სამხედრო გეგმა, ისე აწარმოეს საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში. ის გეგმა, რომელიც სწორედაც ჩვენმა ღირსეულმა, საქმის მცოდნე სამხედროებმა შეადგინეს, იქნა უარყოფილი და გვერდზე გადადებული. შესაბამისად, ისინი აგვისტოს ომის დროს არა სამხედროების აზრის გათვალისწინებით მოქმედებდნენ, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობებითა და პოლიტიკური მოსაზრებებით მართავდნენ საომარ მოქმედებებს”.

სოფო წილოსანი

ავტორი

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

16:12; 4 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა

15:05; 4 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

,,ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით ვარდების რევოლუციის შემდეგ” – სააკაშვილი

11:36; 4 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ვხედავთ მცდელობას, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა „ღობის საქმედ“ იქნას წარმოჩენილი _ პაპუაშვილი

10:10; 4 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

პარლამენტმა „გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

20:09; 3 თებერვალი, 2026

"ლანჩხუთის სამაშველო სამსახურს ტექნიკისა და აღჭურვილობის პრობლემა აქვს"

"ყოველი შეკრება კარგად დადგმულ ცირკს ჰგავს" _სოფლის პროგრამის პრიორიტეტები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:04; 4.02.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

16:12; 4.02.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა

15:45; 4.02.2026
საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა

15:05; 4.02.2026
სამართალი

ჩხრეკა ვაგონ სარემონტო ქარხანაში – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

14:37; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

14:07; 4.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა

13:22; 4.02.2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ, ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს  

12:32; 4.02.2026
საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4.02.2026
პოლიტიკა

,,ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით ვარდების რევოლუციის შემდეგ” – სააკაშვილი

11:36; 4.02.2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4.02.2026
მსოფლიო

სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

10:31; 4.02.2026
ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო