ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში 2023 წელს დაანონსებული ასაშენებელი საბავშვო ბაღიდან ჯერ აშენებული არც ერთი არ არის.
კომპანიას, რომელთანაც ხელშეკრულება მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის 10 მაისს გააფორმა და სოფელ გუთურში, გოგოლესუბანში, ზომლეთსა და შუა ამაღლებაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტირება/მშენებლობა უნდა გაეხორციელებინა, ხელშეკრულება მიმდინარე წლის თებერვალში ცალმხრივად შეუწყვიტეს.
როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის გვერდზე 17 თებერვლით დათარიღებულ კომპანიისადმი მიწერილ წერილში ვკითხულობთ, სამშენებლო ობიექტები თვეებია გაჩერებულია, ხოლო შპს “ლაგი კაპიტალს” ხელშეკრულების შეწყვეტამდეც არაერთი გაფრთხილება აქვს მიღებული.
“როგორც თქვენთვის ცნობილია, 2023 წლის 10 მაისს გაფორმდა №GOG/ET/CW/707 ხელშეკრულება სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა” და შპს “ლაგი კაპიტალს” შორის, რათა გახორციელებულიყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ გუთურში, სოფელ გოგოლესუბანში, სოფელ ზომლეთსა და სოფელ შუა ამაღლებაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტირება/მშენებლობა.
მოგახსენებთ, რომ საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ხელშეკრულების და ტექნიკური დავალების შესაბამისად ჰქონდათ სამი თვე, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად _ 11 თვე, რომელიც ამოიწურა 2024 წლის 10 ივლისს და დღემდე მხოლოდ მიწის სამუშაოების მოწყობის ეტაპზეა. ობიექტები თვეებია გაჩერებული.
მოგახსენებთ, რომ სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის” (წერილი: #1975-გ, 09.08.2024წ.) და შპს სამეცნიერო საპროექტო ტექნოლოგიური საწარმო “ინდუსტრიის”
(წერილები:#09.02.2024-1-1, 09.02.2024 წ; #12.06.2024-1-3, 12.06.2024 წ; #31.10.2024-1-7, 31.10.2024 წ; #16.01.2025-1-2 16.01.2025წ; #80-მ 15.01.2025წ; #27.01.2025-1-2 27.01.2025წ; და ა.შ.) მხრიდან არაერთხელ იყავით,
როგორც სიტყვიერად ასევე, წერილობით გაფრთხილებულები სამუშაოების აქტიურად წარმოებაზე, თუმცა, უშედეგოდ, რადგან დღემდე დაკეტილია ყველა ზემოხსენებული ობიექტი და არანაირი სამშენებლო სამუშაოები საპროექტო ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს.
აქვე შეგახსენებთ, რომ #GOG/ET/CW/707 ხელშეკრულების შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოების ვადად განსაზღვრული იყო 2024 წლის 10 ივლისი და დღემდე იმყოფებით ჯარიმაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, წინამდებარე შეტყობინებით, ხელშეკრულების პირობების თანახმად, სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი” 2025 წლის 17 თებერვლიდან წყვეტს ხელშეკრულებას (#GOG/ET/CW/707).
გაცნობებთ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს რაიმე ქმედების განხორციელების, თანხების გადახდის ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ შესასრულებელი (17 თებერვალი, 2025, MRDI-MDF #322-გ) რაიმე სხვა ვალდებულებებისგან, რომლებიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
ასევე, ხელშეკრულების შეწყვეტა არ ზღუდავს დამკვეთის რაიმე უფლებას მიმწოდებელს დააკისროს ჯარიმა, მოითხოვოს თანხა, პირგასამტეხლო ან/და აინაზღაუროს მიღებული ნებისმიერი ზიანი, ზარალი ან სხვა ხარჯი. აღნიშნულთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაუყოვნებლივ უზრუნველყოთ ტერიტორიიდან თქვენი ქონების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გატანა და გამოყოთ თქვენი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რათა ხელი შეუწყოთ პროექტის ზედამხედველს იმოქმედოს ხელშეკრულების შესაბამისად და გაახორციელოთ შეწყვეტის შემდგომი ყველა სხვა აუცილებელი ქმედება, რომლებიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით და მოქმედი კანონმდებლობით“, _ ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე აწერს.
ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 31 მარტს გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 129 492 ლარია და განცხადებები 8 აპრილიდან 11 აპრილის ჩათვლით მიიღება.
რაც შეეხება დანარჩენ 4 საბავშვო ბაღს, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ 2023 წელს ინიცირებული პროგრამით ახალი ბაღების აშენებას ითვალისწინებს, როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, ბაღები აშენდება იანეულში, ქვენობანში, დაბლაციხესა და გორაბერეჟოულში, თუმცა ჯერჯერობით როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, ტენდერი გამოცხადებული არ არის.
აქვე, ინფორმაციისთვის ვიტყვით, რომ დიდთოვლობის შედეგად იანეულის საბავშვო ბაღის სახურავი დაზიანდა, რის გამოც, აღსაზრდელები მეზობელი სოფლის _ ბუკისციხის საბავშვო ბაღში გადაიყვანეს და ბაღი დროებით დახურეს.
ამას გარდა, ტენდერების გვერდიდან ირკვევა, რომ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ჩოხატაურის #1 საბავშვო ბაღის და ჩოხატაურის #1 ბაგა-ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის დეტალური პროექტის მომზადების და მის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვაზე მუნიციპალური განვითარების ფონდს ტენდერი გამოაცხადა. ტენდერზე, წინადადებების მიღების ვადა 1 აპრილს დაიწყო და 4 აპრილს ამოიწურა.
ტენდერების გვერდიდან ცნობილი ხდება, რომ აღნიშნული ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის გახორციელება “ამხანაგობა მეგა ჰაუს” სურს და სხვა შეთავაზებაც გვერდზე არ იძებნება. ამ ეტაპზე შეფასება-შერჩევის ეტაპი მიმდინარეობს.
“პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით, სატენდერო კომისიის წევრებმა განაცხადეს, რომ შესწავლილი იქნა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინდა შემდეგი:
“ამხანაგობა მეგა ჰაუსის” პროფილის დოკუმენტაციის ველში ატვირთულია ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) შესახებ (ხსენებული დოკუმენტი, დადგენილი წესით დამოწმებულია ნოტარიულად). 3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ამხანაგობის წევრთა შემოწმებით დადგინდა, რომ “ამხანაგობა მეგა ჰაუსის” წევრები რეგისტრირებულნი არიან სისტემაში როგორც მიმწოდებლები და არც ერთი მათგანი შავ სიაში რეგისტრირებული არ არის.
“ამხანაგობა მეგა ჰაუსის” ხელშეკრულებით, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) შესახებ, განსაზღვრულია, რომ ამხანაგობის მმართველია თენგიზ დიდმანიძე, მაგრამ აღნიშნული ხელშეკრულება არ მოიცავს ინფორმაციას, ამხანაგობის მონაწილეთაგან რომელი ორგანიზაციის წარმომადგენელია ბატონი თენგიზ დიდმანიძე და რა ფუნქცია–მოვალეობები აკისრია მას ამ ორგანიზაციაში.
“ამხანაგობა მეგა ჰაუსის” ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) შესახებ შედგენილია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული “ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის შესაბამისად (დასაზუსტებელია, ამხანაგობის მონაწილეთაგან რომელი ორგანიზაციის წარმომადგენელია ბატონი თენგიზ დიდმანიძე და რა ფუნქცია–მოვალეობები აკისრია მას ამ ორგანიზაციაში).
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილია ინფორმაცია ამხანაგობის მონაწილეთა მიერ წინამდებარე #AT250005919 ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ: საპროექტო მომსახურებას გაწევს შპს “მეგავატ.ჯი“; სამუშაოებს შეასრულებს შპს “ჰაუს–ტოპი 2009″.
2) “ამხანაგობა მეგა ჰაუსის” მიერ წარმოდგენილი არ არის წინამდებარე #AT250005919 ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით განსაზღვრული, პრეტენდენტის გამოცდილების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
3) “ამხანაგობა მეგა ჰაუსის” მიერ წარმოდგენილი არ არის წინამდებარე #AT250005919 ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანხმობები: თანხმობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებაზე და თანხმობა შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადებისა (დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდი) და ობიექტის დაზღვევის შესახებ.
4) “ამხანაგობა მეგა ჰაუსის” მიერ წარმოდგენილი განფასებული პრეისკურანტის ღირებულებაა 1,830,175.19 ლარი, დღგ–ს გარეშე, ხოლო მის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებული სატენდერო წინადადების ფასია 1,464,140.16 ლარი, დღგ–ს გარეშე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მიერ დასაზუსტებელია მის მიერ წარმოდგენილი განფასებული პრეისკურანტი, მისივე სატენდერო წინადადების ფასის შესაბამისად.
სატენდერო კომისიის წევრებმა დაადგინეს: 1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული “ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 27-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების და მე-10 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ოქმის (ოქმი N2) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის თარიღიდან 3 (სამი) სამუშაო დღეში, “ამხანაგობა მეგა ჰაუსის” მიერ, სისტემის მეშვეობით, წარმოსადგენია:
- I) ინფორმაცია, ამხანაგობის მონაწილეთაგან რომელი ორგანიზაციის წარმომადგენელია ბატონი თენგიზ დიდმანიძე და რა ფუნქცია–მოვალეობები აკისრია მას ამ ორგანიზაციაში.
- II) წინამდებარე #AT250005919 ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის2.1 პუნქტით (კომპონენტი #1 და კომპონენტი #2) განსაზღვრული, პრეტენდენტის გამოცდილების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
III) წინამდებარე #AT250005919 ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანხმობები: თანხმობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებაზე და თანხმობა შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადებისა (დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდი) და ობიექტის დაზღვევის შესახებ, დამოწმებული პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით.
- IV) დაზუსტებული პრეისკურანტი, შემდეგი შენიშვნების სავალდებულოდ გათვალისწინებით:
_ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი განფასებული პრეისკურანტის ღირებულებაა 1,830,175.19 ლარი, დღგ–ს გარეშე, ხოლო მის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებული სატენდერო წინადადების ფასია 1,464,140.16 ლარი, დღგ–ს გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მიერ დასაზუსტებელია მის მიერ წარმოდგენილი განფასებული პრეისკურანტი, მისივე სატენდერო წინადადების ფასის შესაბამისად.
_ დაზუსტებული პრეისკურანტის ჯამური ღირებულება არ უნდა აჭარბებდეს პრეტენდენტის მიერ, სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების ფასს.
_ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ღირებულებები (ერთეულის ღირებულებები) არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტით განსაზღვრულ ზღვრულ ღირებულებებს (ერთეულის ღირებულებებს). პრეტენდენტმა, პრეისკურანტის თითოეულ პოზიციაზე ფასის კლება უნდა განახორციელოს, მინიმუმ, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა (1,830,175.19) და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ, პრეისკურანტის ღირებულებას _ სატენდერო წინადადების ფასს (1,464,140.16) შორის არსებული პროცენტული სხვაობის მიხედვით. პრეტენდენტი ვალდებულია, პრეისკურანტში მითითებული ერთეულის ღირებულებები გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს ლარის მეასედის _ თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი).
_ დაზუსტებული პრეისკურანტი წარმოსადგენია როგორც Excel-ის, ასევე PDF დოკუმენტის სახით და PDF დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით“.
ავტორი































































