ვერძი
დღის შედეგი დამოკიდებულია იმაზე, მზად ხართ თუ არა, რომ გარისკოთ, ოღონდ გონივრულად. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პროფესიულ სფეროში მეტი იაქტიუროთ: ახალი პროექტები დაიწყოთ, დაწინაურებაზე განაცხადი შეიტანოთ ან საკუთარი საქმის წამოწყებაზე იფიქროთ. მნიშვნელოვანია, რომ არ სპონტანურად იმოქმედოთ – ყველაზე ამბიციურ იდეებსაც კი მკაფიო გეგმა და რისკების რეალისტური შეფასებას სჭირდება.
კურო
ამ დღეს საკუთარ სხეულს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. მოსალოდნელია წნევის ცვალებადობა, ენერგიის კლება, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. თავი შეიკავეთ მძიმე ფიზიკური აქტივობებისგან – უმჯობესია, რომ ზომიერი ვარჯიშებითა და სუნთქვითი პრაქტიკებით დაკავდეთ. ასევე მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერზე ყოფნა – თუნდაც მცირე ხნით გასეირნება ემოციურ სტაბილურობას შეგინარჩუნებთ.
ტყუპები
ეს დღე ურთიერთობების გამტკიცებასა და გადაფასებას უნდა დაუთმოთ. მნიშვნელობა არ აქვს, რა ეტაპზეა თქვენი კავშირი – ამ დღის ენერგია გულწრფელ დიალოგს ხელს შეუწყობს. მარტო მყოფ ტყუპებს კომფორტის ზონიდან გამოსვლას ვურჩევთ – ახალი ნაცნობობა ახალ გარემოში ან უჩვეულო ვითარებაში სრულიად რეალურია.
კირჩხიბი
იდეალური დღეა ფინანსური საკითხების მოწესრიგებისთვის. შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის მიზნით საინტერესო შეთავაზება მიიღოთ – უარს ნუ იტყვით, თუნდაც წინადადება უმნიშვნელო ჩანდეს. ოჯახის ან სახლისთვის გაწეული ხარჯები ემოციურ კმაყოფილებას მოგიტანთ, თუმცა მნიშვნელოვანია, ჯიბე მთლიანად არ დაიცარიელოთ.
ლომი
12 აპრილი საზოგადოებასთან ურთიერთობის დღეა. ამ დღეს მოულოდნელი ზარები და სპონტანური შეხვედრები გელით. შესანიშნავი დროა, რომ საზოგადოებას საკუთარი თავი წარუდგინოთ. დღეს თქვენს სიტყვას განსაკუთრებული ძალა აქვს და გარშემომყოფები მზად არიან, მოგისმინონ.
ქალწული
ეს დღე თითქოს სპეციალურად განმარტოებისა და ფიქრისთვის შეიქმნა. შესაძლოა, იძულებული გახდეთ, რომ საკუთარ მიზნებსა და ჩვევებს გადახედოთ. შესაფერისი დროა კითხვისთვის, მედიტაციისთვის ან მშვიდი სამუშაოსთვის.
სასწორი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე ოჯახს და გაწყვეტილი ემოციური კავშირების აღდგენას მიუძღვნათ. შესანიშნავი დღეა ოჯახური შეკრებისა და მნიშვნელოვანი თემების განხილვისთვის. თუ შერიგების ინიციატივას გამოიჩენთ, შესაძლებელია, ძველი კონფლიქტები საბოლოოდ მოაგვაროთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის მოხუც წევრებს – მათ თქვენი სითბო სჭირდებათ.
მორიელი
ამ დღეს მოზღვავებული ემოციები მუშაობაშიც და ურთიერთობებშიც ხელს გიშლით, ამიტომ უმჯობესია, რთულ ამოცანებსა და მოლაპარაკებებზე უარი თქვათ. საკუთარი ნივთების მოწესრიგება სტრესისგან გაგათავისუფლებთ და თავს უკეთ იგრძნობთ. ყურადღებით იყავით – შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებაზე, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.
მშვილდოსანი
ამ დღეს ყველაფერი, რაც მოგზაურობას ან თუნდაც, უბრალოდ, ქალაქგარეთ გასვლას უკავშირდება, ახალ ენერგიას და შთაგონებას მოგიტანთ. ამიტომ, აიკართ გუდა-ნაბადი და გაემგზავრეთ იქ, სადაც სიმშვიდე და ახალი ემოციები გელით. თუ ჯერ წასვლას ვერ ახერხებთ, ცვლილებებისკენ სიმბოლური ნაბიჯი მაინც გადადგით: დაგეგმეთ მარშრუტი და გარემოს შეცვლის შესაძლებლობები მოძებნეთ.
თხის რქა
ვარსკვლავები თხის რქებს შთაგონებით სავსე დღეს ჰპირდებიან. თუ ხვდებით, რომ ვიღაც თქვენით მანიპულირებას ცდილობს, წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ, რათა სხვებმაც გაიგონ, რომ თქვენთან ასე მოგექცევა არ შეიძლება.
მერწყული
დადგა დრო, გააცნობიეროთ, რა გაძლევთ რეალურ შედეგს. შესაძლოა, სესხის პირობებს გადახედოთ და ფულის დაზოგვა დაიწყოთ. ამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმპულსურად არ იმოქმედოთ — კარგად გააზრებული ნაბიჯები მნიშვნელოვან შედეგებს მოგიტანთ.
თევზები
გამორიცხული არ არის, რომ ძველმა მეგობარმა მოულოდნელად თავი შეგახსენოთ და ეს შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდეს. ყურადღება მიაქციეთ სოციალურ ქსელებს, ინტერესების ჯგუფებს ან ონლაინ-პროექტებს — შეგიძლიათ იპოვოთ თანამოაზრეები, რომლებიც ოცნების განხორციელებაში დაგეხმარებიან.