71 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი რეჟისორი, მხატვარი და ანიმატორი დავით სიხარულიძე. ინფორმაციას კინემატოგრაფიის ცენტრი ავრცელებს.
კინემატოგრაფიის ცენტრის ცნობით, რეჟისორის შემოქმედება ქართული ანიმაციის ისტორიაში გამორჩეულ ნიშას იკავებს.
1984 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა ოქროს პალმის რტოთი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისათვის “ჭირი”.





































































