დღეს მზია ამაღლობელის დაკავებიდან 100 დღე შესრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს.
“დღეს 100 დღე სრულდება მას შემდეგ, რაც IPI-ის წევრი, გამოჩენილი ქართველი ჟურნალისტი, “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავეს.
მზიას დაკავება არის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აშკარა მცდელობა, გააჩუმოს კრიტიკული ხმები, დააშინოს დამოუკიდებელი ჟურნალისტები და გაანადგუროს ის, რაც დარჩა ქვეყანაში თავისუფალი პრესისგან.
მიუხედავად მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დარბევისა, ქართველი ჟურნალისტები, მათ შორის მზია, აგრძელებენ ბრძოლას.
ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მის ოჯახს და კოლეგებს”,_ აცხადებს საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი.

































































