რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი მედვედევი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინა მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე დამსწრე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს უსაფრთხოების გარანტიას ვერ მისცემს.
“ამ მწვანე წვერგაუპარსავმა ნაძირალამ უარყო რუსეთის პრეზიდენტის წინადადება 9 მაისს სამდღიანი ზავის შესახებ”, _ დაწერა მედვედევმა Telegram არხზე.
მედვედევის თქმით, ზელენსკის განცხადება სიტყვიერი პროვოკაციაა და “გამარჯვების დღეს რეალური პროვოკაციის შემთხვევაში კიევში 10 მაისი არ გათენდება”.































































