„გაშუქდეს სასამართლო პროცესები!“, „ეთერი რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებს!“ – საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან აქცია იმართება.
სინდისის პატიმრების ოჯახები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან პრაიმ ტაიმში ცოცხალი ეთერის გამოყოფას და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული ყველა სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში სრულფასოვან გაშუქებას ითხოვენ.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციების გამართვა ღია ეთერის დათმობისა და მენეჯმენტის გადადგომის მოთხოვნით გასული წლის 30 ნოემბერს დაიწყო. 2025 წლამდე ტელევიზია „საგანგებო ეთერის“ ფორმატში პროევროპული აქციის მონაწილეებსა და მომხრეებს გარკვეულ დროს უთმობდა, თუმცა მაუწყებელმა ეს ფორმატი ახალი წლიდან შეწყვიტა. ტელევიზიის ძველ შენობასთან ყოველდღიურად იმართება სახალხო ეთერიც.
წყარო: მედიაჩეკერი































































