ოზურგეთში უნივერმაღის “მეგობრობა” დირექტორზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ 1 ადამიანი დააკავა.
როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
“დაკავებულ მამაკაცს და უნივერმაღის დირექტორს შორის დაპირისპირების მიზეზი აქციები იყო”,_ ამის შესახებ ინფორმაციას „გურია ნიუსს“ ერთ-ერთი ახლანდელი დაპირისპირების თვითმხილველი ამბობს.
მისივე თქმით, მსგავსი მცდელობა უნივერმაღის დირექტორზე ადრეც დაფიქსირდა.
ამავე თემაზე: