BBC- ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსი შესაძლოა ქვეყნისთვის უკრაინაში ომის დასრულების „სტიმული“ იყოს.
„მსოფლიო ჩემპიონატი შეიძლება იყოს სტიმული რუსეთისთვის, დაასრულოს ომი“,_ აცხადებს ტრამპი.
ინფორმაციისთვის, რუსეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ფიფამ და უეფამ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა 2022 წელს აუკრძალეს, როდესაც ქვეყანამ უკრაინაში შეჭრა დაიწყო.































































