აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 9 მაისს აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში არ ჩაფრინდება _ ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა _ იუწყება rbc.ru.
“შემოვიდა შეტყობინება, რომ ალიევი, სამწუხაროდ, არ ჩამოფრინდება. ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ მან მონაწილეობჯა უნდა მიიღოს მამის, ჰეიდარ ალიევისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში”, _ თქვა უშაკოვმა.
ცნობისთვის, 10 მაისს ჰეიდარ ალიევის დაბადების დღეა.
მოსკოვში ვიზიტი გააუქმა ლაოსის ლოდერმა თხონგლუნ სისულიტმა _ ოფყირგიზეთიდანიციალური ინფორმაციით, მას კორონავირუსი აქვს.
უშაკოვი ადრე იტყობინებოდა, რომ მოსკოვში 29 ქვეყნის ლიდერები ჩავიდოდნენ. დღეისთვის მათი რიცხვი 27-მდე შემცირდა _ მოსკოვში ჩასვლას აპირებენ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ლიდერები გუნბა და გაგლოევი, ფაშინიანი სომხეთიდან, ლუკაშენკო ბელორუსიდან, სილვა ბრაზილიიდან, ტრაორე ბურკინა ფასოდან, მადურო ვენესუელადან, ტო ლამი ვიეტნამიდან, ემბალო გვინეა ბისაუდან, ფათთახ ას-სისი ეგვიპტიდან, მნანგაგვა ზიმბაბვედან, ტოკაევი ყაზახეთიდან, ჟაპაროვი ყირგიზეთიდან, ცზინპინი ჩინეთიდან, დიას კანელი კუბიდან, ჰურელსუჰი მონღოლეთიდან, აუნ ხლაინი მიანმადან, აბასი პალესტინიდან, მარაპე პაპუა-ახალი გვინეადან, სასუ-ნრესო კონგოდან, ცვიანოვიჩი ბოსნია-ჰერცეგოვინადან, ვუჩიჩი სერბეთიდან, ფიცო სლოვაკიიდან, რახმონი ტაჯიკეთიდან, ბერდიმუხამედოვი თურქმენეთიდან, მირზიეევი უზბეკეთიდან, ახმედ ალი ეთიოპიიდან.
































































