დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ჩუდოს” იოგურტში მომხმარებელმა თაგვი იპოვა. შემთხვევა გავრცელებული ინფორმაციით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოხდა. ინფორმაცია “მედიაპლატფორმა გურიამ” გაავრცელა.
“გურია ნიუსი” სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ საკითხზე მოკვლევა დაწყებულია.
TokTv -თან კი “ვიმ ბილ დან საქართველო”, რომელიც “ჩუდოს” პროდუქციას აწარმოებს, ამბობს, რომ პროდუქტში რაიმეს მოხვედრა გამორიცხულია.
“გვინდა მოკლედ გაგაცნოთ, თუ როგორ ხდება პროდუქციის წარმოება ჩვენს ქარხანაში: ჩვენს კომპანიაში წარმოების სრულად დახურული პროცესია – რძის მიღებიდან, დაფასოების ჩათვლით. ტექნოლოგიური ციკლი ფილტრაციის რამდენიმე ეტაპს მოიცავს, შემდეგ კი გადის იქს რეი (X Ray) დეტექტორს, რომელიც ამჩნევს უმცირეს დეტალებსაც კი. მხოლოდ იქს რეის გავლის შემდეგ გადადის პროდუქცია საწყობში, რაც გამორიცხავს რაიმე ელემენტის მოხვედრას.”



































































