მთავრობის ადმინისტრაცია ირაკლი კობახიძის განცხადებას ავრცელებს.
„ჯერ მარტო ეტიკეტის ამბავია, რომ 26 მაისს ასეთი ტიპის განცხადება არ გაავრცელო, 26 მაისი არის საზეიმო დღე და საზეიმო დღეს მიღებულია საზეიმო წერილების გამოგზავნა, საზეიმო განცხადებების გაკეთება. პროტოკოლსა და ეტიკეტსაც კი არ იცავენ, აქედან ჩანს, რომ ისინი ვერ მოქმედებენ რეალურად ობიექტური ინტერესების შესაბამისად, თუნდაც საკუთარი ობიექტური ინტერესების შესაბამისად და მათ უწევთ ისეთი ხაზით მუშაობა, რაც არ შეესაბამება მათ ინტერესებს, ეს არის დასანანი და სამწუხარო.
მე რაც მითხრა მაკრონმა ალბანეთში, თავის არსით წინააღმდეგობაშია იმ განცხადებასთან, რომელიც გავრცელდა, აქედანაც ჩანს, რომ ადამიანები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, არის ძალიან სერიოზული გავლენა ევროპაში, ევროპის ქვეყნებზე, შესაბამისად, ეს ყველაფერი იწვევს იმ აღრევას, რომელსაც ყველა ვხედავთ”, – განაცხადა ოფიციალური ინფორმაციით პრემიერ-მინისტრმა.
































































