ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ის გვერდზე “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს” ეხმაურება და წერს, რომ ამით საქართველოს მთავრობამ ხალხისთვის ევროპული მომავლის იმედის ჩასახშობად მიიღო.
„საქართველოს მთავრობამ ევროპული მომავლის მიმართ თავისი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების ჩასახშობად კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველასთვის გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავს“, – წერს ბაიბა ბრაჟე.


































































