ნიგერიის ქალაქ მოკვაში ხუთშაბათს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ოფიიციალურმა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა.
ნიგერის შტატის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქში კიდევ 500 ადამიანი დაკარგულად ითვლება, თუმცა, ადგილობრივმა წარმომადგენელმა მუსა კიმბოკუმ BBC-ს განუცხადა, რომ სამაშველო სამუშაოები შეწყდა, რადგან ხელისუფლება აღარ სჯერა, რომ ვინმეს ცოცხალს იპოვნიან.
მოკვას რაიონის ხელმძღვანელმა, მუჰამადუ ალიუმ, განაცხადა, რომ რეგიონში დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლება მალე დაიწყებს მიწისქვეშ დამარხული გვამების ამოთხრას.
































































