https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“5 დღეში თემურ ქათამაძე შესაძლოა იძულებით გააძევონ საქართველოდან”- სოციალური სამართლიანობის ცენტრი

11:45; 6.06.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

5 დღეში თემურ ქათამაძე შესაძლოა იძულებით გააძევონ საქართველოდან,_ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის (გაფფარ ილმაზი) საქმეს, რომელიც ასახავს მშვიდობიან პროტესტში მონაწილე, მუჰაჯირების შთამომავლისა და ქართული კულტურისა და ენის დამცველის დასჯის მძიმე ისტორიას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, არ დაუშვას მისი იძულებითი გაძევება საქართველოდან.

თემურ ქათამაძის საქმეზე სასამართლო დავები ეროვნულ დონეზე უკვე დასრულდა და 5 დღის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა შესაძლოა ის იძულებით გააძევონ საქართველოდან. სამწუხაროდ, ქართული მართლმსაჯულების სისტემამ ვერ შეძლო ბათუმელი მედროშის უფლებების დაცვა და მისი სათანადო დაცვა თურქეთში დეპორტაციის შემთხვევაში ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მაღალი რისკებისგან. ამის საპირისპიროდ, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და სასამართლოებმა კოორდინირებულად უგულებელყვეს მისი ინტერესები და მოთხოვნები. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია და საბოლოოდ თემურ ქათამაძემ შეძლო ოფიციალური საქმის მასალების წარდგენა იმ ახალი გარემოებების შესახებ, რომელიც კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩენს თურქეთში მის მიმართ პოლიტიკური დევნისა და ფუნდამენტური უფლებების შელახვის რისკებს, არც სასამართლომ და არც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ეს გარემოებები მხედველობაშიც კი არ მიიღო.

თემურ ქათამაძის საქმეზე ბოლო გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა 2025 წლის 5 ივნისს მიიღო და არ დააკმაყოფილა ბათუმელი მედროშის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ის ასაჩივრებდა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას საქართველოდან მისი გაძევების შესახებ.ამ გადაწყვეტილების შემდეგ, თემურ ქათამაძეს ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებისთვის 5-დღიანი ვადა აქვს, თუმცა, იმის გამო, რომ მისი თურქეთის პასპორტი ვადაგასულია (და მას პრაქტიკულად მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აქვს), თემურ ქათამაძე პრაქტიკულად ვერ სარგებლობს ამ უფლებით.

ნებაყოფლობით ქვეყნის დატოვების საკითხთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადებით მიმართა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს და მოითხოვა ოფიციალურად მოეწოდებინათ ინფორმაცია იმ დოკუმენტების შესახებ, რომელთა წარდგენაც აუცილებელია იმისთვის, რომ თემურ ქათამაძემ შეძლოს საქართველოს ნებაყოფლობით დატოვება იმ ქვეყნის მიმართულებით, სადაც თურქეთის რესპუბლიკის პირადობის მოწმობით შესვლა დასაშვებია. მიგრაციის დეპარტამენტს აღნიშნულ წერილზე ამ დრომდე პასუხი არ გაუცია, რაც თემურ ქათამაძისთვის მნიშვნელოვნად ართულებს ქვეყნიდან ნებაყოფლობით გასვლის უფლების რეალიზებას. ამ პირობებში, შესაძლოა თემურ ქათამაძე იძულებული გახდეს თავად წავიდეს თურქეთში, ან 5 დღის ვადის ამოწურვის შემდეგ, მიგრაციის დეპარტამენტის იძულებით ღონისძიების ფარგლებში გაძევდეს თურქეთში.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირებში თემურ ქათამაძის საქმეზე გამოჩნდა ახალი გარემოებები, რომელიც კიდევ უფრო აშკარად წარმოადგენს მის მიმართ თურქეთში პოლიტიკური დევნის რისკებს, არც სასამართოს და არც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს ჩვენი მიმართვის მიუხედავად, ეს ფაქტები მხედველობაში არ მიუღია.

კერძოდ, 2025 წლის 22 მაისს მედიასაშუალებებმა „ბათუმელებმა“ და „ნეტგაზეთმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ მიაწოდეს ოფიციალური უწყებების დოკუმენტების ასლები, რომელიც აჩვენებს, რომ თემურ ქათამაძეს, მისი საქართველოდან გაძევების შემთხვევაში, თურქეთში დაპატიმრება ელოდება. დოკუმენტების თანახმად, თურქეთის ოფიციალური სამსახურები ამტკიცებენ, რომ თემურ ქათამაძე დაკავშირებულია ფეჰთულაჰ გიულენის მოძრაობასთან „FETO“-თან, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. Ამავე დოკუმენტების მიხედვით, თემურ ქათამაძის მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანია ამ მოძრაობასთან არის დაკავშირებული.

მედიაში ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მალევე, თურქეთში თემურ ქათამაძის ადვოკატმა შეძლო ოფიციალურად მოეპოვებინა იქ მიმდინარე გამოძიების საქმის მასალები, რომლებიც ადასტურებს როგორც მის მიმართ დაწყებული გამოძიების ფაქტს, ასევე მის დაპატიმრებას ზემოხსენებული საფუძვლით. საქმის მასალების მიხედვით, თემურ ქათამაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდიანრეობს თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რომელიც შეიარაღებულ ორგანიზაციაში წევრობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან ათ წლამდე ვადით. Პრაქტიკაში, სწორედ ამ მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს თურქეთში ფეჰთულაჰ გიულენის მოძრაობის წევრების პოლიტიკური დევნა.

აღსანიშნავია, რომ თემურ ქათამაძე არ ეთანხმება მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს და მათ უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ის გამორიცხავს კავშირს ფეჰთულაჰ გიულენის მოძრაობასთან და მხოლოდ ამ მოძრაობის წევრებთან პირად ნაცნობობას ადასტურებს და მისი თქმით, მას არც პრაქტიკული და არც იდეოლოგიური კავშირები ამ ორგანიზაციასთან არასდროს ჰქონია.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ თვეების განმავლობაში თემურ ქათამაძეს თურქეთის რესპუბლიკამ არ მისცა მინდობილობის გაფორმების შესაძლებლობა, რაც ზღუდავდა მის წვდომას თურქეთში მიმდინარე გამოძიების მასალებზე და ართმევდა შესაძლებლობას, სათანადოდ დაეცვა თავისი ინტერესები ქართულ სასამართლოში. სამწუხაროდ, საქმის წარმოების ფარგლებში არც შსს მიგრაციის დეპარტამენტმა და არც სასამართლომ არ უზრუნველყო თურქეთიდან ოფიციალური ინფორმაციის გამოთხოვა და საქმის ჯეროვანი და სრულყოფილი განხილვა.

თემურ ქათამაძის საქმის გარემოებები,მათ შორის ახლად გამოვლენილი საქმის მასალები, აჩვენებს, რომ თემურ ქათამაძე თურქეთში გაძევების შემდეგ შესაძლოა გახდეს პოლიტიკური დევნისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) და მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლების) მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის მსხვერპლი. თურქეთში ფეჰთულაჰ გიულენის მოძრაობის წევრების უფლებების სისტემურ დარღვევაზე საუბრობს არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია. მაგალითად,

Human Rights Watch-ის 2025 წლის მსოფლიო ანგარიშის მიხედვით თურქეთზე, ათასობით ადამიანი დაპატიმრებას, გამოძიებასა და უსამართლო სასამართლო პროცესებს ექვემდებარება ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე, რომელთა მიზეზად მთავრობა აშშ-ში მყოფ, გარდაცვლილ სასულიერო პირს ფეთულა გიულენსა და მის მოძრაობასთან კავშირებს ასახელებს. ხელისუფლება ამ მოძრაობას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და მას 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებას უკავშირებს. ბევრი ბრალდებული გრძელვადიან და თვითნებურ პატიმრობაში იმყოფება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის მექანიზმის გარეშე, ხოლო მასობრივი დათხოვნის შედეგად, საჯარო სამსახურსა და სასამართლო სისტემაში დასაქმებულთა დიდი ნაწილი სამსახურს ჩამოშორდა. ანგარიშის მიხედვით, 13 251 ბრალდებული ან მსჯავრდებული პირი კვლავ პატიმრობაში იმყოფება ამ მოძრაობის წევრობის ბრალდებით (Human Rights Watch, 2025 World Report on Türkiye).

გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ თურქეთის მეხუთე პერიოდულ ანგარიშზე წარმოდგენილ დასკვნით შენიშვნებში, 2024 წლის 14 აგვისტოს თარიღით, კომიტეტმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა თურქეთის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა მკაცრ გადატვირთულობაზე, მაღალი უსაფრთხოების ციხეებში ფაქტობრივი იზოლაციის ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკაზე და რუტინულ ტანსაცმლის გარეშე ჩხრეკებზე, რომლებიც ხშირად იურიდიული საფუძვლის გარეშე ტარდება. ასევე,ხაზგასმულია სამედიცინო მომსახურების არასაკმარისი ხელმისაწვდომობა, როდესაც ჯანდაცვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ციხის პერსონალი იღებს ექიმების ნაცვლად და პაციენტებს თვითნებურად ეზღუდებათ ჰოსპიტალში გადაყვანა ან დროებითი გათავისუფლება. განსაკუთრებით აღინიშნა, რომ პირობითი გათავისუფლების გადაწყვეტილებებს იღებს ციხის ადმინისტრაცია, რომელიცდამოუკიდებლობით არ ხასიათდება, რაც ხშირად პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებზე მყოფი პატიმრების, მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს. კომიტეტმა ასევე გამოხატა შეშფოთება წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გავრცელების შესახებ, განსაკუთრებით დაკავების დაწესებულებებში, მათ შორის ცემის, სექსუალური ძალადობისა და შევიწროების, ელექტროშოკისა და წყლით დახრჩობის მსგავს მეთოდებზე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ წამებისა და ძალადობის ბრალდებების მატებას, განსაკუთრებით აღიარებების იძულებითი მოპოვებისა და ანტიტერორისტული ოპერაციების კონტექსტში. გარდა ამისა, კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთში ადამიანის უფლებათა დამცველები და ჟურნალისტები ხშირად ექვემდებარებიან მუქარას, ფიზიკურ შევიწროებას, დაკავებას, წამებასა და არასათანადო მოპყრობას საკუთარი გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების კანონიერად განხორციელების გამო (United Nations Committee against Torture, Concluding Observations on the fifth periodic report of Türkiye, 14 August 2024).

Amnesty International-ის 2025 წლის 1 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ თურქეთში მიუთითებს, რომ 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ გააჩაღა ფართომასშტაბიანი და გახანგრძლივებული რეპრესიები სავარაუდო ოპონენტების წინააღმდეგ, განსაკუთრებით გიულენის მოძრაობასთან კავშირში მყოფ პირებზე. 40 000-ზე მეტი ადამიანი წინასწარ პატიმრობაში მოექცა, დაახლოებით 90 000 საჯარო მოხელე თანამდებობიდან თვითნებურად გაათავისუფლეს, ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, მედიასაშუალება და უნივერსიტეტი დაიხურა. ჟურნალისტები, აკადემიკოსები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ადამიანის უფლებათა დამცველები თვითნებურად იდევნებოდნენ, ასამართლებდნენ და აწამებდნენ ხშირად ბუნდოვანი და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებებით. საგანგებო მდგომარეობის დეკრეტებმა და საკონსტიტუციო ცვლილებებმა მკვეთრად შეამცირა ისეთი ფუნდამენტურიუფლებები, როგორებიცაა კანონის წინაშე დაცვის უფლება, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. პოლიტპატიმრები სისტემატურად ექვემდებარებიან წამებას, ხანგრძლივ იზოლაციას, სამედიცინო დახმარებისა და ადვოკატთან წვდომის უარყოფას (Amnesty International, Human Rights in Türkiye, 1 April 2025).

უფრო მეტიც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დღემდე განიხილავს თურქეთის მიერ ფეჰთულაჰ გიულენის მოძრაობასთან კავშირში მყოფი პირების უფლებების დარღვევის ფაქტებს. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რომ თურქეთმა სათანადოდ აღასრულოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და მათთან კავშირში მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები, ბოლო წლების ანგარიშები აჩვენებს, რომ ამ მიმართულებით თურქეთი აღნიშნულ მოთხოვნებს პრაქტიკულად არ ასრულებს.

ზემოხსენებული გარემოებებისა და თურქეთში ფეჰთულაჰ გიულენის მოძრაობის წევრების უფლებების სისტემური და მასობრივი დარღვევის პრაქტიკის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი გეგმავს გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები თემურ ქათამაძის უფლებების დასაცავად. მათ შორის, გამოიყენოს სპეციალური მექანიზმები იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული საქართველოდან მისი გაძევება და თურქეთში მისი ფუნდამენტური და აბსოლუტური უფლებების დარღვევა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, არ დაუშვას თემურ ქათამაძის დაჩქარებული გაძევება ქვეყნიდან. აუცილებელია, რომ მას მიეცეს საკმარისი დრო, ნათელი განმარტებები და პრაქტიკული შესაძლებლობა, რათა მოახერხოს საქართველოს ნებაყოფლობით დატოვება. თემურ ქათამაძის ინტერესებს ეროვნული სამართალწარმოების ფარგლებში იცავდა ჩვენი კოლეგა და პარტნიორი ორგანიზაცია – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.რაც შეეხება ახლად აღმოჩენილი გარემოებებისა და საერთაშორისო დავის ეტაპს, ბათუმელი მედროშის ინტერესების დაცვას სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საზოგადოებას რეგულარულად მიაწვდის ინფორმაციას თემურ ქათამაძის საქმესთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ”,_ აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

თემურ ქათამაძესოციალური სამართლიანობის ცენტრი
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

სეს-მა რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

12:01; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

რატომ გამოაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურიასა და აჭარაში 55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობის ტენდერი

11:12; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ავტომობილის შეჯახების შედეგად გაზსადენი დაზიანდა”

09:54; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ყურადღებით იყავით!”- პედიატრი მშობლებს მიმართავს

09:42; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

09:14; 5 დეკემბერი, 2025

„ჩვენ ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს"- კახა კალაძე

ფრაქცია "ქართული ოცნება" სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეებს უჩივის

ყველა სიახლე

ფინანსები

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროჰაბმა ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა

13:16; 5.12.2025
სამართალი

პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

13:02; 5.12.2025
საზოგადოება

სეს-მა რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

12:01; 5.12.2025
სამართალი

გიორგი სახოკია: პოლიციამ ბოლო 48 საათში 75 პირი დააკავა

11:47; 5.12.2025
საზოგადოება

რატომ გამოაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურიასა და აჭარაში 55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობის ტენდერი

11:12; 5.12.2025
სამართალი

დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

10:23; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებიც 2026 წელს ფინანსურ ჯეკპოტს მოიგებენ

10:17; 5.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
საზოგადოება

“ავტომობილის შეჯახების შედეგად გაზსადენი დაზიანდა”

9:54; 5.12.2025
საზოგადოება

“ყურადღებით იყავით!”- პედიატრი მშობლებს მიმართავს

9:42; 5.12.2025
ფეისბუქსტატუსები

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

9:14; 5.12.2025
სამართალი

ავარია მაგისტრალზე – როგორია დაშავებულთა მდგომარეობა

8:57; 5.12.2025
პოლიტიკა

2026 წლიდან კერძო უნივერსიტეტების პირველკურსელები სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ

18:02; 4.12.2025
ფინანსები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

17:54; 4.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო