მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“საქართველო ანტიციკლონურ ზონაშია, შუა ტროპოსფეროში სამხრეთ-დასავლეთიდან სუბტროპიკული ქედი ძლიერდება, ფაქტორების ერთობლიობა კი მზიან დღეებს გვპირდება – ტემპერატურა დასავლეთის დაბლობზე და აღმოსავლეთის ბარში +31…+33 °C-იქნება, შავი ზღვის სანაპირო კურირტებზე ოდნავ გრილი: +25…29 °C დაფიქსირდება.
მაღალმთიან რეგიონებში საღამოს საათებში ამ პერიოდისთვიოს დამახასიათებელი ხანმოკლე წვიმაა შესაძლებელი ელჭექით.
ზაფხულის არდადეგების სეზონის დაწყებასთან ერთად, ბევრს აინტერესებს ზღვისპირა კურორტებზე წყლის ტემპერატურა, ამიტომ გეტყით: საქართველოს სანაპიროზე წყლის ტემპერატურა საშუალოდ დაახლოებით +21+22 გრადუსია, მომავალი მზიანი ამინდის გამო, ზღვა უახლოეს დღეებში ოდნავ უფრო თბილი გახდება.
მზის ულტრაიისფერი გამოსხივება მაღალია, ამიტომ მზეზე თუ დააპირებთ ხანგძლივად ყოფნას, გამოიყენეთ მზიგან დამცავი საშუალებები თქვენივე უსაფრთხოებისთვის.
ლამაზ დღეებს გისურვებთ”,_ წერს კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში.






























































