სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა ღამე სამეგრელოში, სადაც მაშველებმა მდინარედან ბავშვი უვნებლად ამოიყვანეს. შემთხვევა სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში მოხდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მარტვილში, სოფელ ქვემო ხუნწში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ, ბავშვი გაუჩინარდა.
ძებნა-შველის ღონისძიებაში მყისიერად ჩაერთო 50-მდე მეხანძრე-მაშველი, წყალზე სამაშველო საშუალებები და მყვინთავთა ჯგუფი, რის შედეგადაც, მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით, ნანახია ბავშვი, რომელიც ნაპირზე გამოყვანილია უვნებლად”,_ აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.





























































