“ნატო-ს სამიტზე არ მიიწვიეს საქართველო, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს იზოლაცია გრძელდება და ეს არის კატასტროფული ეგზისტენციალური საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისთვის.” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.
“პირველ რიგში მინდა დავიწყო იმ სიახლით, რომელიც უკავშირდება ჩვენი დასავლური ინტეგრაციის კიდევ უფრო კატასტროფული ფორმებში, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ ნატო-ს სამიტზე არ მიიწვიეს საქართველო, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს იზოლაცია გრძელდება და ეს არის კატასტროფული ეგზისტენციალური საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური განვითარებისთვის. კიდევ უფრო მზარდი და უპრეცედენტო ხდება ყველა მიმართულებით საქართველოს დასავლური იზოლაცია.” – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.





























































