“ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის ციხიდან გამოგზავნილ წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ხაზარაძის განცხადება ვნახე.
მოკლე შინაარსი:
არც პარლამენტობანა მათამაშეთ, არც ერთიანი სიის სპექტაკლი დამადგმევინეთ, არც სხვა ფორმით მაგრძნობინეთ თავი უფროსად, ახლა ბიძინა მაგრძნობინებს მის ფარსში რომ შევალო.
უბრალოდ თავს არ დამესხათო (მარტო ეს აწუხებს).
ახლა ავხსნი რაშია საქმე:
- ჩვენ, ფედერალისტები არჩევნებში იმიტომ არ ვმონაწილეობთ, რომ არასწორი გვგონია.
ანუ ვინც მონაწილეობს – ის არასწორია.
ეს ჩვენ ჩვენს ამომრჩეველს უნდა ავუხსნათ.
რაც ავტომატურად ნიშნავს ხაზარაძეზე და ლელოზე თავდასხმას მათი გადაწყვეტილების გამო.
- ჩვენ, ფედერალისტებს, ღრმად გვჯერა და ვიცით, რომ ხაზარაძე ისეთ შეცდომას ჩადის, რაც დანაშაულზე უარესია.
ხაზარაძე აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ალიბის უქმნის ყველას დასავლეთში, ვინც საქართველოთი დაიღალა, რომ წნეხი გაყინონ.
ანუ ჩვენ არა მხოლოდ ოცნებაზე წნეხის გასაზრდელად მოგვიწევს მუშაობა, არამედ ხაზარაძის ეფექტიც გვექნება გასანეიტრალებელი – რომ წნეხი არ დაპაუზდეს.
არაფერ შუაშია ხაზარაძის სადღეგრძელოები.
მისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და შემდეგი თვეების განმავლობაში ინტენსიურად, გამუდმებით მოგვიწევს ამაზე საუბარი – ვისაუბრებთ კიდეც.
პ.ს. ერთობაზე სადღეგრძელოებს ცალკე ვიდეოდ ავკინძავ.
ცეცხლი ოლიგარქიას”.
































































