https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ავთანდილ მეგრელიშვილი: “როდესაც იმერულს ვმღერი, უფრო ლირიკული ვარ, გურული _ იმპროვიზაციას და სირთულეს მოითხოვს, აჭარული _ ენერგიას და ცეცხლს”

9:43; 3.07.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

უკვე ორი ათწლეულია, რაც ქართულ სცენაზე თავისი გამორჩეული ხმოვანებით, ეროვნული ტრადიციებისადმი ერთგულებითა და დახვეწილი საშემსრულებლო სტილით ანსამბლი “შავნაბადა” მყარად იკავებს ადგილს. კოლექტივი, რომელიც ქმნის ხიდს წარსულსა და აწმყოს შორის, შთაგონებას იღებს ფესვებიდან და ამავდროულად ახალ თაობებს აცნობს ქართული გალობის სიდიადეს.

ანსამბლის ერთ–ერთი პირველი წევრი, გამორჩეული ხმა თავისი საშემსრულებლო სტილით, წარმოშობით ჩოხატაურელი ავთანდილ მეგრელიშვილია. მისი გზა ქართულ  ფოლკლორში სავსეა სიმძაფრით, სიყვარულითა და მტკიცე რწმენით, რომ ქართული კულტურა არა მარტო გადასარჩენი, არამედ გასაზიარებელიცაა. 

იუბილის წინ, როცა ანსამბლ “შავნაბადას” შემოქმედების 20 წელი უსრულდება, ავთანდილ მეგრელიშვილს ვესაუბრეთ.

_ თანმიმდევრულად მივყვეთ _ როგორ შემოვიდა შენს ცხოვრებაში პირველად სიმღერა?

_ არ მინდა შევცდე _ალბათ 4-5 წლის ასაკიდან, ბებიაჩემის, ნათელა მეფარიშვილის დამსახურებით. ბებო გურიაში ცნობილი მომღერლის, გიორგი მეფარიშვილის ოჯახიდანაა, სადაც სიმღერა ჩვეულებრივი ყოველდღიურობა იყო. ბებია დღესაც ისე მღერის, გეგონება სიმღერა მის სხეულში ცხოვრობს. ჰოდა, მეც გადმომეცა ეს სიყვარული _ გენეტიკურად, ხმითა და სითბოთი ვგრძნობდი, რომ სიმღერა ჩემს ცხოვრებაში დიდ ადგილს დაიკავებდა.

ერთ დღეს, ბებიამ მშვიდად მითხრა: გინდა წავიდეთ, მოსმენაზე? პატარა ვიყავი, არ ვიცოდი, სად მივდიოდი, მაგრამ ვგრძნობდი რომ იქ უნდა წავსულიყავი _ ასე აღმოვჩნდი ანსამბლ “მართვეში“.

_ ბატონი ანზორ ერქომაიშვილი როგორ გახსოვს იმ შეხვედრიდან?

_ ბატონი ანზორ ერქომაიშვილს პირველად იმ მოსმენაზე შევხვდი. მისმა ყოველმა სიტყვამ, ყოველმა ჟესტმა, სიდარბაისლემ და მშვიდი ხმის ტემბრმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მისი სწავლის მანერა და მუსიკა ერთმანეთში ისე იყო შეზავებული, ისე მოჰქონდა ყველა ნოტი ჩემამდე, რომ განსაკუთრებულ სიამოვნებას მძენდა. მოკლედ, მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი ადგილი, ჩემი გზა მუსიკაში, რომელიც დღემდე მეხმარება.

_ გახსოვს პირველი სიმღერა?

_ მართალი გითხრა, რა სიმღერა იყო, აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ემოცია. მახსოვს, როგორ დამეჭიმა სხეული, პირველ ხმაზე და მერე როგორი სიამოვნებით მომეშვა რაღაც. ვმღეროდი და ვიაზრებდი, რომ მარტო ხმა არაა სიმღერა _ იგი რაღაც უფრო დიდია, წინაპრებია, ტრადიციაა, ხალხია, დროა… მოკლედ, ასე აღმოვჩნდი ქართული პოლიფონიის სამყაროში.

_ ვინ გახდა შენი პირველი მუსიკალური მეგობარი?

_ დათო ცინცაძე. მის მიმართ თავიდანვე გამიჩნდა რაღაც უხილავი, შინაგანი სიმპატიები, რასაც მისგანაც ვგრძნობდი. ერთად ვმღეროდით, ვარჩევდით, ვიმეორებდით… თუმცა, მუსიკის გარეშეც ვმეგობრობდით და კარგად ვუგებდით ერთმანეთს. მოგვიანებით ეს მეგობრობა გადაიზარდა რაღაც უფრო დიდში, რასაც უკვე არა ბავშვური არამედ კაცური ვალდებულებებიც დაემატა.

_ როდის გაჩნდა “შავნაბადას” იდეა?

 _ ერთ–ერთი გასტროლის დროს, მგზავრობისას, დათომ გამანდო თავისი მოსაზრება ანსამბლის შექმნის თაობაზე _ სურდა, შექმნა ისეთი ანსამბლი, სადაც გულით იმღერებდნენ, სადაც მარტო სიმღერით კი არა, არამედ კარგი ადამიანური დამოკიდებულებით ვიქნებოდით სამაგალითო. ისე მკითხა, თითქოს პასუხი უკვე იცოდა. არც მე დავფიქრებულვარ და ვუთხარი; “ცალსახად შენს გვერდით ვარ“. ასე დაიბადა ანსამბლი “შავნაბადა“.

_ როგორი იყო პირველი რეპეტიცია?

_ არ გეგონოს, რომ ეგ ყველაფერი სადმე კარგად აღჭურვილ დარბაზში ხდებოდა. არა _ ტექნიკური უნივერსიტეტის სამხედრო კათედრის ერთ ჩვეულებრივ აუდიტორიაში, რაც ჩვენს მეორე ოჯახად და ანსამბლის შემოქმედების საწყის წერტილად იქცა. პირველი სიმღერისას, რაც იქ გავაჟღერეთ, მომეჩვენა, თითქოს დრო “გავაჩერეთ” და მივხვდი, რომ ეგ მხოლოდ ერთად შეგვეძლო.

_ რას მეტყვი თქვენს პირველ კონცერტზე?

_ ეს იყო კონსერვატორიაში. ისე ვნერვიულობდი, სუნთქვაც მიჭირდა. მაგრამ როცა პირველივე ბგერამ დარბაზში გაიჟღერა,  მაყურებლისგან ვიგრძენი, რომ ამ საქმის კეთებას აზრი ჰქონდა. სცენაზევე მივხვდი, რომ სიმღერა ერთ–ერთი უძლიერესი არტფორმაა, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანურ გრძნობებთან და კულტურასთან.

_ პირველად უცხოეთში უცხო მსმენელის წინაშე სიმღერის დროს რა გრძნობა დაგეუფლათ?

_ როდესაც მომღერალი უცხოეთში ეროვნულ კულტურას წარმოადგენს, იგი განიცდის მრავალფეროვან ემოციებს _ სიამაყესა და პასუხისმგებლობას, რომ თავისი ერი ღირსეულად აჩვენოს; აღფრთოვანებასა და მღელვარებას უცხო სცენაზე გამოსვლისას; სითბოსა და სიყვარულს საკუთარი ფესვებისადმი, რაც ნოსტალგიას აღძრავს; და დიდ სიამოვნებასა და მადლიერებას, როცა აუდიტორია მოწონებით ხვდება მის შემოქმედებას. ეს განცდები ერთად ქმნის განსაკუთრებულ გამოცდილებას, რომელიც შემსრულებლის მეხსიერებაში სამუდამოდ რჩება.

_ თქვენი პირველი დისკი?

_ პირველი მუსიკალური დისკის გამოცემისას მუსიკოსი, როგორც წესი, განიცდის აღმაფრენას _ საკუთარი შრომის და შემოქმედების კონკრეტულ ფორმაში ხილვა უდიდესი სიხარულია. საყვარელი შვილის მსგავსად აღქმა _ მუსიკოსისთვის დისკი მის სულიერ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც “დაიბადა” შრომისა და შთაგონების შედეგად. გრძნობს შვებას _ მთავრდება ხანგრძლივი სტუდიური ჩანაწერები, ტექნიკური გამოწვევები და ემოციური წნეხი. მერე იწყება მღელვარება და შიში _ როგორ მიიღებს საზოგადოება? მოეწონებათ? გაიგებენ სათქმელს? აფასებ და მადლიერებას გამოხატავ იმ ადამიანებისადმი, ვინც გზა და გზა დაგეხმარა: მეგობრები, პროდიუსერები, ოჯახის წევრები, მსმენელები. გაძლევს მოტივაციას _ პირველი დისკი ხშირად ხსნის გზას. ეს მომენტი მუსიკოსის კარიერაში გარდამტეხია და ემოციურად დაუვიწყარი. 

_ უკვე 20 წელია, რაც ანსამბლი ერთად ხართ. რა გკრავთ და გაერთიანებთ ამ ხნის განმავლობაში?

_ ჩვენი მთავარი შემკვრელი ძალა საქმისადმი სიყვარულია, რაც პირველი დღიდანვე გვაერთიანებს. ერთმანეთის პატივისცემა, ერთგულება და საერთო მიზანი _ ქართული კულტურის, ფოლკლორის და ტრადიციების ღირსეული წარმოჩენაა. წლები რომ არ გვაშორებს, არამედ გვაძლიერებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ სცენაზე არა ვართ ერთად.

_ შენი საშემსრულებლო მანერა არაერთგზის გამხდარა საუბრის საგანი _ განსაკუთრებით იმერული, გურული და აჭარული სიმღერების შესრულებაში. როგორ ახსნიდი ამ განსხვავებულობას?

_ ეს განსხვავებულობა, ალბათ, იქედანაა, რომ თითოეულ კუთხეს თავისი ხასიათი, ტემპერამენტი და ფერადოვნება აქვს. როდესაც იმერულს ვმღერი, უფრო ლირიკული ვარ, გურული _ იმპროვიზაციას და სირთულეს მოითხოვს, აჭარული _ ენერგიას და ცეცხლს. ვცდილობ, თითოეული მათგანი ისე მოვიაზრო, როგორც ცალკე სამყარო და იმ სამყაროს კანონებით ვიმოქმედო. შეიძლება სწორედ ამ გადართვის უნარმა განსაზღვრა ჩემი საშემსრულებლო მანერის თავისებურებაც.

_ შენი სწავლების მეთოდი ბევრისთვის ახალი და ძალიან შთამბეჭდავია. როგორ გაჩნდა ეს მეთოდი?

_ განსაკუთრებული არაფერია _ ეს მიდგომა წლების გამოცდილებაზე, დაკვირვებასა და ბევრი ექსპერიმენტის შედეგად ჩამოყალიბდა. ვხვდებოდი, რომ ტრადიციული მიდგომები ყოველთვის ეფექტური არ იყო და ხშირად ადამიანებს აკლდათ ემოციური კავშირი მასალასთან. ამიტომ ვცადე სწავლების პროცესში შემეტანა მეტი ინტუიცია, სიმღერის მიღმა განცდა და აზრი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ არა მხოლოდ იმღეროს, არამედ იგრძნოს, გააცნობიეროს და “გაიტაროს გულში” ის, რასაც ასრულებს. ასე სწავლა უფრო ცოცხალი და შთამაგონებელია როგორც მათთვის, ისე ჩემთვის.

_ დღეს შენ პატარა “შავნაბადელებს” ასწავლი. რას განიცდი, როცა ბავშვებს უსმენ?

_ ეს ერთ–ერთი ყველაზე ამაღელვებელი განცდაა ჩემთვის. როცა ბავშვებს ვუსმენ, ვხედავ საკუთარ თავს ბავშვობაში _ იმ სუფთა, გულწრფელ ემოციებს, რაც პირველად გავიზიარე მუსიკასთან. მათ თვალებში რომ ანთებულ სხივს ვხედავ, როცა მღერიან ან რაღაც ახალს იგებენ, ეს ჩემს გულს სითბოთი ავსებს. თან სულ მინდა, რომ არა მარტო ტექნიკა, არამედ ის სული და სიყვარული მივცე, რაც ამ სიმღერებშია. ვგრძნობ პასუხისმგებლობას, მაგრამ ამავდროულად მადლიერი ვარ _ რომ მაქვს უფლება და შესაძლებლობა, ტრადიცია და ემოცია გადავცე ამ გზაზე მომავალ თაობას.

 _ და შენ სად ხარ ამ გზაზე?

 _ მე ვარ ამ გზაზე, როგორც გამზიარებელი _ რომელსაც მისიების გაგრძელება სწადია. სულ ვფიქრობ, რომ არც ერთი შემსრულებელი არ არის უბრალოდ შემსრულებელი _ ჩვენ ერთნაირად ვართ მემკვიდრენი და გადამცემნი. ამიტომ ვცდილობ, თვითონაც მუდმივად ვისწავლო, გავიზარდო და რაც მივიღე, სხვისთვისაც გულით გავიზიარო. სადაც სიყვარულია, იქ გზა ყოველთვის წინ მიდის.

ესაუბრა მაიკო ღუღუნიშვილი

ავთანდილ მეგრელიშვილი
გაზიარება22Tweet14Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

სეს-მა რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

12:01; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

რატომ გამოაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურიასა და აჭარაში 55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობის ტენდერი

11:12; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ავტომობილის შეჯახების შედეგად გაზსადენი დაზიანდა”

09:54; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ყურადღებით იყავით!”- პედიატრი მშობლებს მიმართავს

09:42; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

09:14; 5 დეკემბერი, 2025

"ეს განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს" _ ნარკოლოგი ჯანდაცვის მინისტრს ღია წერილს უგზავნის

თიბისის ახალი ფუნქციონალი - დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში

ყველა სიახლე

საზოგადოება

სეს-მა რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

12:01; 5.12.2025
სამართალი

გიორგი სახოკია: პოლიციამ ბოლო 48 საათში 75 პირი დააკავა

11:47; 5.12.2025
საზოგადოება

რატომ გამოაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურიასა და აჭარაში 55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობის ტენდერი

11:12; 5.12.2025
სამართალი

დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

10:23; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებიც 2026 წელს ფინანსურ ჯეკპოტს მოიგებენ

10:17; 5.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
საზოგადოება

“ავტომობილის შეჯახების შედეგად გაზსადენი დაზიანდა”

9:54; 5.12.2025
საზოგადოება

“ყურადღებით იყავით!”- პედიატრი მშობლებს მიმართავს

9:42; 5.12.2025
ფეისბუქსტატუსები

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

9:14; 5.12.2025
სამართალი

ავარია მაგისტრალზე – როგორია დაშავებულთა მდგომარეობა

8:57; 5.12.2025
პოლიტიკა

2026 წლიდან კერძო უნივერსიტეტების პირველკურსელები სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ

18:02; 4.12.2025
ფინანსები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

17:54; 4.12.2025
სამართალი

სოფელში პირუტყვი მოიპარეს

17:42; 4.12.2025
ფინანსები

სუხიშვილების გამოფენა “ტრიუმფის 80 წელი” გრძელდება – სუხიშვილების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

17:28; 4.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო