„კოალიცია ცვლილებისთვის“ არ აპირებს მიხეილ ყაველაშვილისთვის არც შეწყალების თხოვნით მიმართვას და არც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას.
“ე.წ. პრეზიდენტის პირით რეჟიმმა დაადასტურა, რომ ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ ყალბ კრიმინალურ, პროცესში პროდასავლური ძალების მონაწილეობა არის რეჟიმის გადარჩენისა და ცვლილებების გადავადების გზა და ამის მისაღწევად ყველანაირ გარიგებაზე წავლენ.
ჩვენი პოზიცია არის უცვლელი – არცერთ ეტაპზე არ ვაპირებთ რეჟიმთან თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას. არ ვაპირებთ არც ე.წ. შეწყალების თხოვნით მიმართვას და არც ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას.
გამარჯვების გზა გადის ართანამშრომლობასა და წინააღმდეგობაზე.
ბოლომდე!“, – აღნიშნულია განცხადებაში.



































































