პენტაგონის წარმომადგენლის შონ პარნელის განცხადებით, აშშ-მ თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო უკრაინისთვის დამატებით თავდაცვითი იარაღის მიწოდება.
„პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით, აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში თავდაცვითი იარაღის დამატებით პარტიას აგზავნის. უკრაინელებმა თავი უნდა დაიცვან მანამდე, სანამ ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობის მისაღწევად და მკვლელობების შესაჩერებლად.“, _ თქვა შონ პარნელმა.































































