საბერძნეთში გარდაცვლილ ქართველ ემიგრანტს, ჯულია თოდუას სამშობლოში შაბათს, 12 ივლისს ჩამოასვენებენ,-ამის შესახებ” გურია ნიუსს” ოჯახის წევრმა განუცხადა.
“ისეთ ტკივილს განვიცდით სიტყვები ზედმეტია…. ჩემი დედიკო…. მე უნდა წავსულიყავი, მაგრამ ცხოვრება დაუნდობელი აღმოჩნდა. ჩემი სიცოცხლით სავსე დედიკომ სული ემიგრაციაში დალია. ზეგ მოხდება ჩამოსვენება. დედას ხობში, სოფელ ჭალადიდში დავკრძალავთ”,- განუცხადა “გურია ნიუსს” გარდაცვლილის შვილმა.
შეგახსენებთ, ქართველი ემიგრანტი, 49 წლის ჯულია თოდუა, საბერძნეთში 1 ივლისს, მოულოდნელად გარდაიცვალა.
ამავე თემაზე: “შვილს ელოდებოდა სტუმრად, ახლა კი დედის ცხედარს მიასვენებენ სახლში” _ ემიგრანტი მოულოდნელად გარდაიცვალა



































































