დნმ-ის სრული სახელია – დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა.
დნმ აღმოაჩინა შვეიცარიელმა ექიმმა, იოჰან ფრიდრიხ მიშერმა 1868 წელს. მან არც კი იცოდა, ამ აღმოჩენით რა გადატრიალებას ჩაუყარა საფუძველი ბიოლოგიაში.
თითოეული ადამიანის დნმ არის სრულიად უნიკალური. ერთი გამონაკლისის გარდა: იდენტურ ტყუპებს აქვთ ზუსტად იგივე დნმ.
მიტოქონდრიული დნმ – ეს დნმ ბავშვს მხოლოდ დედისგან გადაეცემა, რადგან მამაკაცის სპერმაში ასეთი მოკელულა არ არსებობს.
ღვიძლ დებსა და ძმებს 50% საერთო გენი აქვთ, ისევე, როგორც მშობლებსა და შვილებს.
ადამიანსა და ჭიაყელებს იმდენად ბევრი საერთო დნმ აქვთ, რომ ისინი ჩვენს უახლოეს ნათესავებად შეიძლება მივიჩნიოთ.
ბრუკ გინბერგი, გოგონა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ბავშვივით გამოიყურებოდა, 20 წლისა გარდაიცვალა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მისი დნმ შეიძლება ბიოლოგიური უკვდავების გასაღები გახდეს.
ადამიანის დნმ-ის 50% ბანანის დნმ-ის იდენტურია. ზოგადად, ყველა ცოცხალი არსება გენეტიკურად იმაზე მეტად ახლოა ერთმანეთთან, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია.
ყოველდღიურად 8 საათის განმავლობაში წამში ერთი სიტყვა რომ ბეჭდოთ, 50 წელი დაგჭირდებათ ადამიანის გენომის დასაბეჭდად.
როდესაც ადამიანის დნმ -ის სტრუქტურა განიხილება, შეიძლება გავიგოთ რომელი დაავადებების რისკის ქვეშ არის იგი. მაგალითად, დნმ -ის მუტაცია საფრთხეს უქმნის ბევრ დაავადებას, მათ შორის ძუძუს კიბოს.
დნმ-ის დაახლოებით 2 გრამზე მთელი მსოფლიოს ინფორმაცია დაეტეოდა – ციფრულად შენახული.
































































