ტურისტული ნავის ჩაძირვის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა,მაშველებმა ამ დროისთვის 11 ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს. შემთხვევა ვიეტნამში, პოპულარულ ტურისტულ ადგილას, ჰალონგის ყურეში მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ამბობენ, მგზავრების უმეტესობა ვიეტნამელი ოჯახები იყვნენ.
მაშველების თქმით, ძლიერი წვიმა ძებნა-შველის სამუშაოებს აფერხებს.




























































