“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, სამტრედიაში, სოფელ ჩხენისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ინფორმაციას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში _ მათი თქმით, არავინ დაშავებულა.
მეტი დეტალებისთვის დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს _ ოთარ წულეისკირმა ფაქტი დაადასტურა, თუმცა, სხვა კითხვებზე პასუხს თავი აარიდა: “არ გაკმაყოფილებს ჩემი პასუხი, მიმართე სახანძროს”, _ გვეუბნება ოთარ წულეისკირი.





























































